ssissi blog

ssissi
33, Tbilisi, Gruzija

მსოფლიო მშვიდობაზე
კი
არა,
დედაჩემის
წვალებით გადატყავებულ ხელებზე ვფიქრობ
და
რომ
ვიაზრებ,
როგორ მიყვარს,
როგორი სასიცოცხლოა,
როგორი ძვირფასი,
როგორი ცოტა,
მინდება
ყველაფერს თავი დავანებო,
აბსოლიტურად
ყველაფერს შევეშვა,
მივიდე
და
მასთან ვიყო,
მეტი
არაფერი.


მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ..
ისე დავბერდი,სიხარული რასა იქვიან,არ ვიცი..ტყეში დაბერებული ვარ.რო წვიმს,წვიმს,წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი,დაბერდები,აბა რა მოგივა..
მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერით..
მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ესეთი..მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ..


04.01.2018

სკარლეტ, მე იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, რომლებსაც შეუძლიათ, მოთმინებით შეაგროვონ ნამსხვრევები და წებოთი გაამთელონ დამსხვრეული ნივთი. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ შეკეთებული ნივთი ისეთივე კარგია, როგორც ახალი. რაც გატყდა გატყდა... მირჩევნია ისეთი მახსოვდეს, როგორიც ადრე იყო, ვიდრე მთელი ცხოვრება ვუყურო მასზე დარჩენილ ბზარებს.


04.01.2018

არანაირი სანტა არ მყოლია და არც თავი და ხალისი მაქ ამეების, ჰოდა დახედა ეტყობა ამ ჩემ დაფშვნილ თავს ჩემმა პირადმა ანგელოზმა და მერამდენედ ამათრია ქეჩოთი, წამათრია ყველაზე ნამდვილ და ნაღვლიან თოვლის ბაბუასთან და ორივე თვალით შემახედა, როგორ შეიძლება იდგეს ფეხზე ასიათასი კილო დარდი და მაინც ყველა და ყველაფერი უყვარდეს და სხვასაც ამას სთხოვდეს და ურჩევდეს... როგორ შეიძლება შავ კაბაში უსისხლო ჭრილობებს იფარავდეს და მაინც ყველა ადამიანს, ყველას განურჩევლად, სათითაოდ, როგორც ტაძარს, ისე უყურებდეს...
ცინიკოსებისთვის და ზღაპარმოძულეებისთვის ზღაპრის სტილს ვერ შევცვლიდი, ამიტომ წაკითხვა და მით უფრო რამე კომენტარი სრულიად არასავალდებულოა.
ჩემზე დანგრეული ტაძარი კი ბევრი არ იქნებით და ვერც ვერაფრითღა გავკვირდები, მით…


prethodna 1 ... 19 20 21 22 23 sledeća →
Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta