ssissi blog

ssissi
33, Tbilisi, Gruzija

20.02.2017

რაღაცნაირად ვიყავი,

მოღრუბლული.

მოვიდა შენი წერილი
და მოიყოლა შუქი.

მე ვიცი,
რასაც ნიშნავს,
როცა სიტყვები ჭიანჭველებს ემსგავსებიან,
როცა პატარა,
თვალით დაუნახავ ასოებს,
თავისზე ათასჯერ დიდი სითბო მოაქვთ.

...

მომწვდა შენი ხმა
და ჩემი გულის ყველაზე ბნელ,
უფანჯრო ოთახში,
დაეკიდა მზე.


20.02.2017

ბავშვმა:
ღმერთი ისეთი დიდია,მთელ სამყაროში ვერ ეტევა და ისეთი პატარა,ჩემს გულში ცხოვრობს.ერთად ვთამაშობთო..


... სულ
ის დარდები გაწუხებენ...
სულის დარდები...



21.02.2017

შიგნით ყველაფერი ბრწყინავს..
გარეთ გამოხვალ და..
როგორ
ყინავს..


21.02.2017

რამდენი რამის თქმა შეიძლება... რამდენს არ ვამბობთ...
ვფიქრობთ, მოვასწრებთ,
და არა ვჩქარობთ...
უთქმელობაში მიდის სათქმელი...
მთქმელი...
გამგონი...


06.08.2016

დღეს არაფერი არ შეიცვლება,

რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვია.
მაგრამ, მე ვფიქრობ, ხომ შეიძლება.
მენახე, მაგრამ ძალიან გვიან.
ხომ შეიძლება გეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად,
შეეწყობოდი სრულიად სხვა კაცს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას.
ეს გაზაფხული შენით მმიცვნია,
გზადაგზა
მინდვრის
ყვავილებს
ვითვლი,
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის.


01.09.2016

არ ვიცი რატომ სხედან შესანიშნავი გოგოები
შესანიშნავ მანქანებში
არაშესანიშნავ კაცებთან ერთად
მაგრამ ცარიელ ჯიბეებს გეფიცებით
მინახავს ისეთებიც,
ხელჩაკიდებულნი
თუნდაც არასწორ გზაზე
სწორი ნაბიჯებით,
სიკვდილამდე მიყვებოდნენ ერთმანეთს


გამოაღე!
გამოაღე!
გამოაღე სარკმელი...
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი...
მოგიყვები რაც კი რამე, მომადგება ენაზე,
არ დამიწყო, ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე!
ისე გამოგეპრანჭები , ამ ჭერმების ჯინაზე,
თვალს ვერ მომწყვეტ გეფიცები,გადაგივლის სიბრაზეც...
ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ,
როს გავიგებ ზარების ხმას , საკვირაო წირვაზე
გიჩურჩულებ , რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ...
(არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე!)
გამოაღე...
გამოაღე...
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი...


05.10.2016

თუ ერთხელაც შემოდგომა დაგიდგათ,

თუ არავის ელოდებით ზამთარსაც-
თქვენ კედლებზე მზე აპრილად მოხატეთ,
გვირილები ჩამოჰკიდეთ ფარდაგად....

........მერე?
მერე ფართოდ გამოაღეთ ფანჯრები
და იმღერეთ ისე...ისეეეე ხმამაღლა,
რომ ეგონოთ თუნდაც ერთი შეშლილი,
თქვენ ხომ ქვეყნად აღარავის არ ჰგავხართ!!!!!!


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta