ssissi blog

ssissi
33, Tbilisi, Gruzija

14.07.2017

.შაბათს,როცა სამყაროს აშენება დაამთავრა,
ხელთ არავითარი მასალა აღარ ჰქონდა
და სევდა დაეუფლა..
მაშინ ხომ არ შექმნა
მუსიკა ღმერთმა?...
როგორ მშველის ეს მეტაფიზიკა...


26.12.2017

ფარიდს ადამიანური თვისებებიდან, გამორჩეულად სიკეთე ახასიათებდა. ყველა გაჭირვებულს, დავრდომილსა თუ უბრალოდ, დადარდიანებულ ადამიანს დახმარების ხელს უწვდიდა და ყველაზე დიდ ბედნიერებას თავად განიცდიდა. სიხარული, უსაზღვრო სიხარული დაეტყობოდა ხოლმე თვალებში და თვალებზე მეტად, ხმაში, როცა სულ მცირედით მაინც შეძლებდა ვიღაცის დახმარებას....

იცი როგორი იყო მისი სიხარული?
ბავშვივით გულწრფელი...
და ასეთ წუთებში მეგონა, რომ არ არსებობდა ქვეყნად მასზე სუფთა და კეთილი ადამიანი...
- კეთილი.... -
უცნაურად გაიღიმა "სიყვარულის მასწავლებელმა" და მარიამის ანთებულ თვალებს ჩაუკვირდა...

- რატომ გაკვირვებს სიკეთე?
სიკეთე ყველა ადამიანში დევს, რადგან ყველა ადამიანი უფლის ხატადაა შექმნილი. არ გეგონოს, რომ ადამიანები იყოფიან კეთილებად და ბოროტებად... ბოროტება არ არსებობს ბუნებაში... ის სიკეთის ნაკლებობაა ადამიანში, ისევე, როგორც სითბოს ნაკლებობა…


ამ ბოლო დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამყაროს მართავს ეგოიზმი, ანუ ჩვენ, პირადი ინტერესებით ვუპირისპირდებით სამყაროს და ის თავისი ინტერესებით გვიპირისპირდება, ასე გრძელდება ჭიდილი ეგოებს შორის გაუთავებლად...მაინც რა არის ეს ოხერი , რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ჩვენს ქცევებს, ძაფის ბოლოები ხელში უპყრია და თავის ნებაზე გვათამაშებს მარიონეტებივით. პირველად რომ ჩავყლაპავთ ჰაერს და ტირილს ვიწყებთ, სწორედ მაშინ ახელს თვალს ჩვენი ეგო და ყვირის რომ ყურადღება მიიქციოს, რომ სამყარომ მის გარშემო დაიწყოს ტრიალი, მერე თანდათან იწყებს გაფურჩქვნას და დგება ბავშვობა--ეგოიზმის "ოქროს ხანა". გვიყვარს მშობლები, იმიტომ რომ ზრუნავენ ჩვენზე, მოგვწონს და გვიხარია იმ ხალხთან ყოფნა , ვინც კეთილია ჩვენს მიმართ, ხოლო თუ ვინმეს არ…


დღეს ერთ ფშაურ ოჯახში ვიყავი მიცვალებულზე.. ქვრივი მშრომელი ქალი იყო..

და დასტიროდა:
მარტომ,მაგრამ როგორმა ძლიერმა გალიე წუთისოფელიო.

.რანი ვართ ადამიანებიო-შეგვეკითხებიან:როგორა ხარო,-და ღიმილით ვპასუხობთ-კარგადო..კარგადო..
არადა,რამდენი დარდი დაგვაქვს გულით..
რამდენი ტკივილი,ვინ იცის,მაგრამ სხვას როგორ ვუჩვენებთ,სხვას როგორ შევჩივლებთო..ან ვის აინტერესებს,სინამდვილეში როგორა ხარო..

რაღაცნაირი გულისმომწყვლელი სიმართლე იყო..


...სულ ადამიანებზე ვფიქრობ.

ისინი იყოფიან მზეებად და ყინვებად.ყინვებად და მზეებად.
ალბათ,გიგრძვნიათ,რა მტკივნეულია მოყინულის გალღობა..
ტკივილი აკლიათ ადამიანებს.სხვა ადამიანის ტკივილი,რომ მზეებად იქცნენ.
ადამიანები მენატრებიან,გულგასიებული ადამიანები...


როცა ცხოვრება აქვეა,ამ გზისა და მდინარის გადაღმა თავისი ვნებებით,სიცოცხლით,დარდით,სიხარულით..
როცა მინდა,მაშინ შევხედავ და მოვისმენ ცხოვრების ხმებს..
ვუსმენ ფრანგულ სიმღერას,რომელიც,ირეალურ სამყაროში გადასულს,მამხნევებს,რომ..
რომ ცხოვრება აქვეა,ამ გზისა და მდინარის გადაღმა...


06.09.2016

"ლეგენდის თანახმად", არა მოდით დავიწყოთ თავიდან. აღნიშნული პორტრეტი ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონის მიერ ნაგავზეა (ნაგავსაყრელზეა) ნაპოვნი. ერთ-ერთ მოსახლეს გადაუგდია შემდეგი ფრაზით "მეტი დარდი არ მაქვს ლენინის ფოტო მეკიდოს სახლშიო" რომ დაუკვირდე, შეიძლება მართლაც გავს რაღაცით, მაგრამ ლენინი რომ რუსთველს არ დაიკიდებდა კედელზე-ფაქტია. ნახატის პოვნის შემდეგ, მან ბინა წერაქვში მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმში დაიდო, თუმცა პორტრეტის ავტორის ვინაობა დღემდე უცნობია



მტკივნეულია ქვასთან ბაასი. არაფერია _ ”ქვათა ღაღადი”.
რა გითხრა პაპი, აბა ახალი? ძველია იგი მივიწყებული.
დავდივარ მარტო, მსგავსი ფოთლისა, ნოემბრის ბოლოს სევდაგამკრთალი.
”მოფრინდნენ მარტის დილას მერცხლები და ოქტომბერში უკან გაფრინდნენ”.
ვენახს მივხედე. თხილი დავფიწლე.
11 ივნისია – დღეს გაჩნდა ნატა… მიყვარხარ პაპა. შენი ნაწერი დღიური მიყვარს.
მე მომენატრე, სად გნახო ახლა? პაპული, სად ხარ?
მე ჩუმად ვტირი. სიცხით ავად ვარ. იცინის ჩემზე მზია არიფი.
_-ბანგუნა, ბანგუნიი, – მესმის შენი ხმა. შენ ვერ მოდიხარ? მაშინ მე მოვალ.
გამოვყვები ჩვენი სოფლის ოღრო-ჩოღრო ორღობესა. შევაღებ დაჟანგებულ, ჭრიალა კარსა სასაფლაოისა და ერთმანეთში ჩახლართულ ნაძვს და იასამანს წავადგები თავზე.
მათ ქვეშ კი… შენს მაგივრად, შენი საფლავის ქვა დამიხვდება გამოჯგიმული.


ხელკავით მიჰყავს ეს ზაფხულიც კავალერს_ ნიავს,
კეკლუცი რხევით გადაივლის მინდვრებს,წარაფებს,
მიდის და მიაქვს ეს სიმწვანე,მიდის და მიაქვს...
სანაცვლოდ სულში ბზარს გიტოვებს და სხვას არაფერს.


მზე თუ არ დაგაქვს,

დამძიმდები..

სამოთხე ყველა წამშია,
როცა ღმერთისკენ ვიყურებით...

ვისაც უყვარს ფიქრებში ხეტიალი,
მისამართი მითხრას...

სულფორიაქის ღილებითაა შეკრული
სამოსი ჩემი..

ღრუბლებში იმიტომ მპოულობთ,
რომ მიწაში ვარ ჩაკარგული...

ზოგჯერ ერთგულებაზე მეტია ნდობა...

ქარიშხლების კი არა,
ყალბი სიმშვიდის მეშინია...

ფესვები რომ არ მტკიოდეს,
ვინძლო უკეთ დავდიოდე..


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta