ssissi blog

ssissi
33, Tbilisi, Gruzija

04.06.2016

დილა იყოს..
ეზოში შარშანდელი თივის ნარჩენი იყოს..
აივანზე გადმოფენილი ზოლიანი ფარდაგი
იყოს...
ფარდებში მზის ფართხალი იყოს.
სახლში დედაჩემის ფრთხილი
ნაბიჯების სიჩუმე იყოს.
სიჩუმეში ბევრი სიტყვა იყოს...


04.06.2016

გულს ბევრი უნდა,ტიალსა-
ხარია,ალაღებული..
ნუ მომთხოვთ,მაშინ არ ძალმიძს
მსჯელობა დალაგებული...


რა უნდა ჩემს სულს?
რისი იმედი აქვს?
ხანდახან აიწევა,ასაფრენად აზიდული არწივივით..ვერ აფრინდება და ისევ მძიმედ დაუშვებს ფრთებს...
..მაშინ დავდივარ უმიზნოდ და უმისამართოდ..
და ამას ჰქვია....


რისი გეშინია?
იმისი,რომ თავი დაკარგე,
თუ იმისი,რომ
საკუთარ თავს ამ შიშში
ეძებ..


27.10.2016

გაცრეცილ კიბეს შემოდგომის
მტვერი ფარავდა.
ბავშვობის სახლში გაძარცვული
დამხვდა კარადა..
ძირს ეგდო წიგნის თავფურცელი,
თავს ვერ მალავდა...
"იყო და არა იყო რაო"...
იყო, არადა...


სიჩუმევ,
შენ - საუკეთესო ხარ,
რაც კი მომისმენია...


და როცა პირველი ვარსკვლავი დააჩნება ზეცას და ხეებსაც ჩრდილები დილამდე გასცვივა,ეზოში შემოდის ჩვილი და უცხო შუქი,არც მთვარის,არც მზის მონარჩენი,არამედ შემოდგომის მწიფე,გრილი და ქათქათა შუქი,რომელიც თვალს კი არ მოგჭრის,არც რამე დიდებულებით მოგნუსხავს,არამედ,ძალიან უბრალოდ,შენში მშობელივით ჩადგება და გულის ბორცვზე ხელს გადაგისვამს..
აბა,როგორღა ვთქვა,რომ არა ხარ...
შენა ხარ ახლა ეს ხეც და ბალახიც,
ეს მტევნები,მსხლები,ბროწეულები..
შენ გიდგას ფესვი მთელ ამ ეზოში და მოჰყვება მასაც,როგორც უხილავ ბაწარს,-შემოდგომა..
შემოდგომა-სიყვარულის ჯილდო..


ფიროსმანზე უფრო ფიროსმანიო,-
ავთო ვარაზზე თქვა ლელა ანჯაფარიძემ..
აი მართლა ასეთი ალალი, სუფთა და ასეთი სხვანაირად შეწუხებული,სხვანაირად(თავისებურად) დამნახავი მზერით წარმომიდგენია ფიროსმანი..



12.11.2016

.აივანზე,მშვიდ შებინდებაში,როცა სხვა არაფერი გინდა კაცს,გარდა იმისა,რომ ცოტახანს უხმოდ იჯდე,ჩაის წრუპავდე და ფიქრები მთვარის ლაგამით თვითონვე ჩერდებოდნენ შენსა და სარკესავით კრიალა ჰაერს შორის...


ღირს ვიყავ, მრქმეოდა ქრისტესთვის სულელი.
სიცოცხლის ხელყოფად მიჩანდა მე ყოფა.
ამაოდ ამკიდეთ დიდების უღელი,
მე ჩემი სიმცირის სიდიდეც მეყოფა.


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta