04.01.2018
@@@@@@
33, Tbilisi, Gruzija

არანაირი სანტა არ მყოლია და არც თავი და ხალისი მაქ ამეების, ჰოდა დახედა ეტყობა ამ ჩემ დაფშვნილ თავს ჩემმა პირადმა ანგელოზმა და მერამდენედ ამათრია ქეჩოთი, წამათრია ყველაზე ნამდვილ და ნაღვლიან თოვლის ბაბუასთან და ორივე თვალით შემახედა, როგორ შეიძლება იდგეს ფეხზე ასიათასი კილო დარდი და მაინც ყველა და ყველაფერი უყვარდეს და სხვასაც ამას სთხოვდეს და ურჩევდეს... როგორ შეიძლება შავ კაბაში უსისხლო ჭრილობებს იფარავდეს და მაინც ყველა ადამიანს, ყველას განურჩევლად, სათითაოდ, როგორც ტაძარს, ისე უყურებდეს...
ცინიკოსებისთვის და ზღაპარმოძულეებისთვის ზღაპრის სტილს ვერ შევცვლიდი, ამიტომ წაკითხვა და მით უფრო რამე კომენტარი სრულიად არასავალდებულოა.
ჩემზე დანგრეული ტაძარი კი ბევრი არ იქნებით და ვერც ვერაფრითღა გავკვირდები, მით უფრო იმას ვერ გავაკვირვებ(თ), შავკაბიან თეთრ თოვლის პაპას.
ჩემი საახალწლო ზღაპარი დღეს იყო, ამ საღამოს, და ის, როგორც ყველაფერი კარგი, სულ შვიდ წუთს გაგრძელდა.
ჰო, მე მიყვარს პატრიარქი. სულ ესაა.

56 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta