nargiza blog

nargiza
33, Batumi, Gruzija


"უცებ მომენატრე, ერთი წუთით,
მერე მონატრებამ სულსაც ძლია;
ძლიერ მინდოდა, რომ ერთი წუთით,
ჩემი სიამაყე დამეძლია!...
და უცებ ყველფერი დავივიწყე,
სულმა შენთან ყოფნა გადაწყვიტა!
შენთან შემოვედი, მოსაწერად,
ვხვდები უშენობას ვეღარ ვიტან.
მაგრამ, ამ გონებამ თავისი ჰქნა,
ისევ საღმა აზრმა გადაწონა;
მერე მონატრებას გაეცინა
ჭკუას სიჭკვიანე მოაწონა.
ისევ გადავიქეც სიამაყედ,
ისევ არ მოგწერე ჩემებურად;
ბევრი ამას მითვლის სიჭკვიანედ,
მე კი მარტო დავრჩი ძველებურად...


ჩვენ ყველას, ჩვენი ღირსება დაგვაქვს,
და ჩვენ ნაკლს ჩვენვე ვატარებთ მხრებით.
ხანდახან ვიცით როგორ მოვიქცეთ...
ხანდახან ვიცით და_მაინც ვცდებით...
ხანდახან მინდა თავი დავხარო,
და ღამე ლოცვით მინდა ვათიო,
ვინ ვარ?_რომ ვინმეს ცოდვები ვთვალო?
ან ვინმეს რამე_არ ვაპატიო?
მე მიყვარს_შენი უნიღბო სახე,
როცა გვერდით ხარ_რწმენით ვივსები,
ადამიანო_მე შენ მიყვარხარ
ყველა ნაკლით და ყველა ღირსებით


კვამლის ნისლში გაცრეცილა ღამე, მთვარე მეფურ ბილიკებით დადის,ჩამოასხით ლალისფერი ღვინო, მაგიდაზე სავსე დოქი დადგით.ამშვენებენ ქართველები სუფრას,და მუხები აზიდული ცამდის,ცელქი სიო აშრიალებს ფოთლებს,ირმის მწვადებს ოხშივარი ასდის. სუფრას ყველა სადღეგრძელო შვენის, გულმართალი თამადისგან თქმული, ზოგჯერ სახეს სიხარული ფარავს, ზოგჯერ კიდევ გესერება გული. მაგრამ ერთი სადღეგრძელო სხვაა, ჩამოასხით სასმისებში ღვინო,თვალ-წამწამზე მომეკიდა რული, დალოცვილი ჩემს დათრობას ცდილობს. სიყვარულის სადღეგრძელო შევსვათ, სულ პირველი სიყვარულის თუნდაც, ვინც გიყვარდა იმ პირველი ნატვრით, ვისი გულში შემოფრენაც გსურდა.სიყვარულის სადღეგრძელო შევსვათ, სიყვარულის, რაც რომ გვიყვარს ქვეყნად, მომეხმარეთ ქართველებო გელით, სიყვარულზე შემოვძახოთ ერთხმად. იმ სიყვარულს დაგილოცავთ ყველას, ორი მტრედის გულს რომ შეკრავს ერთად, ყველა წყვილის სადღეგრძელო შევსვათ, შავი ღამე გავათენოთ თეთრად.სიყვარულის…


ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ”
სიკვდილი არ არი რა,მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი... მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ.რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ისავართ საუკუნოდ, ისევ ისე მომმართე როგორც ყოველთვის მოგიმართავს, ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი,ნუ მიიღებ სამგლოვიარო მწუხარე იერს.გაიცინე რაზედაც გეცინებოდა, ოღონდ გაიღიმე.... იფიქრე ჩემზე ჩემთან ერთად ილოცე, ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვი როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის ყოვეგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა იგი ისევ ის არის, რაც იყო ძაფი არ გამწყდარა... რად გგონივარ შენს ფიქრებს გარეთ?! იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?! მე შორს არა ვარ ზუსტად გზის გადაღმა, ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის! ნუ…


ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ….მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა….
ათას თვალს ვხედავთ,მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო…
რთულ და გაუგებარ საკითხებზე ვსაუბრობთ,მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის,რაც ელემენტალურია…
ხშირად ტყუილს ვამბობთ იმიტომ,რომ სიმართლის გვეშინია….
მილიონ სიტყვას ვამბობთ,მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს….
კოშმარულ სიზმრებს ვყვებით და გვავიწყდება ყველაზე ტკბილი სიზმრები…
ვიცით, რომ სურვილი არ ასრულდება,მაგრამ მაინც ვეძებთ ხუთფურცლიან იასამნის ყვავლის,როგორც ბავშვობაში…
ასობით ადამიანს ვხვდებით,მაშინ როცა გვენატრება მხოლოდ ერთი…


გინახავთ უცებ გამოდარება, მზე პირს იბანსო ისეთი დღისა? როგორ თამამად გამობრწყინდება ღრუბლის ქულიდან სხივები მზისა? გინახავთ რარიგ ნეტარება აქვს დედის მკლავებში ჩახვეულ ჩვილსა? მკერდს რომ ჩააკრავს ბაგეს საყვარელს და თითებს მოხვევს ლამაზად თლილსა? და ამ სურათის მხილველს რა უნდა ამაზე მეტი სიკეთე ღვთისა, პირჯვარს გადიწერს და განადიდებს შემოქმედს მიწის და მაღლით ცისას!


05.05.2011

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება.
ნუ უფიქრდები უაზრო ფიქრებს
ღმერთის წყალობით სულ ყველაფერი კარგად იქნება.


ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გჭირდები
არ დაბრუნდე თუ იგრძნობ რომ არ გიყვარვარ,
, იქნებ შევძლო დაგივიწყო
არ მეძებო თუკი ჩემი აღარა ხარ,
ნუ იფიქრებ თუ კი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი გული აღარ გრძნობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოდის,
დამიჯერე მაგ თვალებზე ვლოცულობდი
დაგშორდები, ვერასოდეს ვეღარ გნახავ
მაგ თვალები მაგიჟებენ მხოლოდ შენი,
მე არ დაგსჯი, წავალ... მაგარმ ღმერთი დაგსჯის,
ჩემი წასვლა იყოს შენი განაჩენი,
და უშენოდ მაინც დავრჩი გარიყული.
შენ ხარ ჩემი სიყვარულის დაბადება,
არა, აზრი არ ჰქონია თურმე ლოდინს,
ყველა ასაკს ერთნაირი ფერით ვხატავ,
ბავშვობიდან სიჭაბუკეს შევნატროდი,
სიჭაბუკემ კვლავ ბავშვობა მომანატრა...http://www.youtube.com/v/K9G8PySjGyc


prethodna 1 ... 6 7 8 9 10 sledeća →
Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta