nargiza blog

nargiza
33, Batumi, Gruzija

05.02.2011

ფიქრობ! რას ფიქრობ?! ვის უძღვნი ცრემლებს
გიყვარს! ვინ გიყვარს?! რად უშლი ხელებს
გძინავს! არ გძინავს?! ვის უთევ ღამეს
რატომ აწვალებ კვლავ წითელ თვალებს?

თავს დებ სარკმელთან! რას ხედავ ცაზე?

მზის სხივთა დასი დაგნათის თავზე
ცურვა არ იცი მიდიხარ ზღვაზე

სურვილი გაქ რომ ფიქრებით გაძღე.

გული, დაბმული ჯაჭვებით მკერდში
ღამეა უკვე ვარსკვლავებს ეტრფი
ცუდია სიყვარულს რომ ვერ გრძნობ გვერდში
მთვარეა ამ ღამეს გრძნობების კერპი...http://www.youtube.com/v/YTp2iogim98


05.02.2011

მე სევდის მეტი რა შემხვედრია და მაინც იმედს ვერა და ვერ ვთმობ
თუ სიყვარული სხვისი ხვედრია, შენ განმარიდე სიძულვილს ღმერთო!
მზერას ვარიდებ მე მის ხეტიალს, ცივი ზამთარი დაგვიდგა ერთობ...
თუ გამარჯვება სხვისი ხვედრია, შენ დამარცხეება მარიდე ღმერთო!
ცაზე ვარსკვლავები შემოსხდებიან და გაზაფხული მოხატავს ფერდობს
თავისუფლება თუ სხვას რგებია, მე მონობაში არ მომკლა ღმერთო!
თუ სიყვარული მე სხვამ წამართვა, უბედურება მარიდე ღმერთო


05.02.2011

ზეს მოგიწყვეტდი ,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი....
მოგეფერებოდი შეციებულს
გულში ჩაგიკრავდი...
სადმე წაგიყვანდი,მინდორ-მინდორ
ხელით გატარებდი...
ერთად შეგკრავდი და ატირებულს
ისევ დაგაბნევდი...
სევდას გაგიქრობდი უპეებთან
ჩუმად მიჩქმალულებს...
შენი მონა ვარ და გამიბედე
შენთვის მიმსახურე...
შენივ სევდისაგან შენივ ლამაზ
სულით დაგიცავდი...
მზეს მოგიწყვეტდი,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი!!!


26.07.2011

ჩვენს შორის ჩამდგარ მანძილებს ცრემლები ცვივა
უშენოდ მიჭირს ,ვერ ვსუნთქავ , უშენოდ მცივა
უშენოდ ფეთქვას გულისას აკლია რაღაც
მონატრებასაც სცოდნია ძვირფასო დაღლა!
რომ დამიძახო ფრთებს სადმე წავართმევ ნიავს
ჩემი ოცნება ცივ ქუჩას უსიტყვოდ მიაქვს,
შენთან შეხვედრის წამები ღამეს მითენებს
შენი ლოდინით დავღლილვარ რამე მიშველე!
შენამდე როგორ დიოდა დღენი და თვენი?
დამვიწყებია ,ვარსებობ დღეს მხოლოდ შენით
ვიცი ერთხელაც გადამრევს ლოდინი შენი
და შენსკენ გამომაქანებს სიზმარი ფრენით...
მოვალ ,ჩამიკრავ უბეში არსად გამიშვებ
თუ მძინავს ეხლა ძვირფასო ნუ გამაღვიძებ..
გიყვარდე ასე ლამაზად ჩემს თავს გაფიცებ!!!


ვერასროს გაიგებ, თუ როგორ მიყვარდი... თუ როგორ ველოდი, უშენოდ გაზაფხულს... თუ როგორ მტკიოდი - სიტყვიდან სიტყვამდე ან რატომ გჩუქნიდი სტრიქონებს არნახულს... მე ისევ ოცნებებს მოვყავარ შენამდე... და ვცდილობ, გიპოვო ფიქრებში, იქნება... სიცოცხლე სიყვარულს და წარსულს მივანდე... წარსული, გულში რომ, არასდროს მიქრება... ფიქრებთან ჭიდილი, უშენოდ ძნელია... მე დღესაც მარტო ვარ, წლები კი, მიჰქრიან... მე არსად მივდივარ, მე არსად მელიან... ირგვლივ კი სევდაა, ირგვლივ კი ფიქრია... დაღამდა, სიბნელემ წარსული დაფარა... ჯერ კიდევ ცივა და ჯერ კიდევ ქარია... გაჩუქებ სტრიქონებს, წარსულის ნაპარავს... რა ვქნა თუ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია?:'(


–ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებას და ალერსს,
გრძნობათა
იმ მოთხოვნას
გაუმარჯოს
ცრემლით
რომ აგივსებს თვალებს...


 დრო სწრაფად გადის... ჩვენ ვხვდებით გვიან... რომ სიყვარული არ არის წამი... რომ ყველა გძნობას სახელი ჰქვია.... .და ეს არ არის არავის ბრალი.... დრო ჩვენ არ გვიცდის უბრალოდ მიდის და ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაგვიანებთ... ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით... და ეს არ გვესმის ადამიანებს.. მე რომ მახსოვხარ არაფერს ნიშნავს... მოგონებები ყველას გვაქვს გულში... და თუ ცხოვრება შენ მოგცემს ნიშანს ნუ აგერევა ძველ სიყვარულში... წარსულზე ფიქრი აღვიძებს გრძნობებს მაგრამ არ ბადებს ახალ სიყვარულს... თუ არ მიიღებ დრო რასაც მოგცემს მაშინ ეჩვევი მარტო სიარულს... შენ რომ გახსოვარ ეს იმას ნიშნავს რომ მოგონება ჯერ კიდევ ცოცხლობს.. იფიქრე შენთვის ნურაფერს მკითხავ... სამაგიეროთ ნურაფერს მომთხოვ ...…


მიედინება დარდიანად დღეთა დინება,
შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები,
კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება,
გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები.
გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით,
დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით,
ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით,
და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით.
მაგრამ მე ვხვდები რომ ამაო არის ყოველი,
და მარტოობა ვით მტარვალი მაწამებს, მტანჯავს,
იმედის შარას შევცქერი და შველას მოველი,
თვალნი დაბეცდა, თანაგრძნობა არა და არ ჩანს.
დარდიმანდული გულზე დარდი დამეფინება,
და შარიშურით შარიანი შავი ეჭვები
დაჭრიჭინებენ, ამ ჭრიჭინში არ მეძინება,
მე კვლავ მარტო ვარ,
უშენობას მგონი ვეჩვევი


ცუდად ვარ მაგრამ ვინ დაიჯერებს,

რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,

მე შენს დანახვას სულ მუდამ ველი,

როგორც ჩანს ძლიერ შემყვარებიხარ.

მე მგონი უკვე მართლა გავგიჟდი,

ყოველ შეხვედრას მთრთოლვარედ ველი,

როცა მოდიხარ ჩემს შესახვედრად,

მომხვიე შენი ძლიერი ხელი.

მკერდს მიყრდნობილი მე შენს მკლავებში,

დავხუჭავ თვალებს,გავირინდები,

მეც რაღა მინდა ამაზე მეტი ,

გესმის?ოცნებავ-,,მე შენ მჭირდები,,


თუ გულში ლამაზი ოცნება ჩასახლდა,შენს სახელს დავარქმევ ჩემს ყველა სახატეს,რადგან ხვთისმშობლის ლამაზმა თითებმა,ჩემს სულში შენი აჩრდილი დახატეს.მე შენ მიყვარხარ, უკვე დაგეძებ,შემომეჩვია მელანქოლია,ასეთ უხილავ უცნობ სიყვარულს,თურმე თავისი ხიბლი ჰქონია.ფიქრით შენთან ვარ, საქმით კი არა,სიზმარში გხედავ, ცხადში კი არა,გული გეძახის მითხარი სად ხარ?მითხარი ძვირფასო რატო არ ჩანხარ?ხატზე ჩამოსული ცრემლი გინახავს?ვლოცულობ შენზე და არ ვიცი ვინა ხარ.შენს ლამაზ სახელს და ლამაზ სულს ვფიცავარ,ძალიან, ძალიან, უზომოდ მიყვარხარ.


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta