nargiza blog

nargiza
33, Batumi, Gruzija

09.06.2011

.შენ ჩემი აღარა ხარ სხვას გაყევი დღეს
თითქოს ჩემს სხეულს სული ამოაცალეს
მე დავრჩი მარტო, შენ სხვას ახარებ
და ამ სიყვარულს ჩემთვის გულით ვატარებ.

მე გრძნობებს არ აგიშლი, არ აგიმღვრევ წყალს
მე ფიქრებს არ აგირევ ვერ დავიდებ თავს,
მე დავრჩი მარტო შენ სხვას ახარებ
მეც ამ სიყვარულს ჩემთვის გულით ვატარებ.

..ვიცი ვერასდროს ვერ დაგივიწყებ, ვერა
მე შენი დაბრუნების აღარ მჯერა,
არასდროს მიფიქრია შენი წყენა
ერთმანეთს არ შეეწყო ეს ორი კერა.
ან იქნებ ასეთია ბედისწერა,
ან იქნებ ამაოა ეს სიმღერა.

ბევრი ვეძებე ათას გზაზე ვიარე
და მთელი ისტორია გამოვიარე
..ბოლოს როცა ისევ შენთან მოვედი
მივხვდი რომ თურმე უკვე დავიგვიანე…


ადამიანი ვარ...რთული და მარტივი...
სულ ცოტა მტკივა და სულ ცოტა მახარებს,
ზოგჯერ ბედისწერა იჭრება კარტივით,
ეკლიან ბილიკზე ფეხშიშველს მატარებს.
ადამიანი ვარ...სუსტი და ძლიერი,
ცხოვრებამ მასწავლა ყველაფრის ატანა,
ჩემს სულში ხანდახან კეთილი იმარჯვებს
ხანდახან ბოროტს სურს თავისის გატანა.
ადამიანი ვარ...მე არც ერთს არ ვგავარ
ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი,
ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა,
ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები.
ზოგჯერ არაფერი მაღელვებს ამ ქვეყნად,
ზოგჯერ სხვისი დარდით თვალცრემლიანი ვარ
ეშმაკს და ანგელოზს თავისი ადგილი აქვს...
ჩემს სულში რადგანაც ადამიანი ვარ.


19.05.2011

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ


 მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი ვძმაკაცობ ბახუსის თასებს, ო, ღმერთო, ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით, ამიტომ მიყვარხართ ასე... ჩამქრალი ვნებები ოცნების სადარი, წარსულის ზმანებებს მასევს, თვალებო, ვერ ვნახე მე თქვენი ბადალი, ამიტომ მიყვარხართ ასე... მაგ თქვენი თვალების შეხედვა მგზნებარე მაგონებს მქროლვარე რაშებს, რომ ვერ დაგეწევით ჭენებით დაღლილი, ამიტომ მიყვარხართ ასე... თქვენს მზერას იდუმალ სანთლებად ანთებულს, გრძნობით და მდუმარით სავსეს, თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს ვუსწორებ, ამიტომ მიყვარხართ ასე!!!..


უშენოდ მგონი მოვკვდები...არა,მგონი კი არა,ნამდვილად მოვკვდები.შენ ის ფერები ხარ,ჩემ ცხოვრებას თეთრს რომ ხდიან,ის ძალა ხარ,რომ მაცოცხლებს,ისე,ისე,ისე ძალიან მიყვარხარ,რომ სიტყვები არ მყოფნის,ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,ნაპერწკალი,რომელმაც ერთ დროს გულში გამკრა და დღითიდღე ისე ძლიერ ღვივდება,მისი ჩაქრობა შეუძლებელია,თუ ის ჩააქრეს,ჩემი ცხოვრებაც ჩაქრება,ასე მგონია.ჟანგბადი,წყალი,ჰაერი,დედამიწა,გალაქტიკა,სამყარო,ცა,მზე,მთვარე,მიწა,თოვლი,წვიმა,სითბო,სიცივე,ჭექა-ქუხილი,ელვა,სეტყვა,ვულკანი,მიწისძვრა-ყველაფერ ამას შენ ჩემში იწვევ,აერთიანებ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მესაჭიროები,შენ გარეშე არც მზე ანათებს და არც მთვარე. შენ გარეშე არც წვიმაა და არც თოვლი. შენ გარეშე ცა შავია, შენთან ერთად კი გაცისკროვნებული. შენთან სითბოსაც ვგრძნობ და სიცივესაც,ტანში მაჟრჟოლებს შენი ხმა რომ მესმის. ჭექა-ქუხილი რას მივა ან კიდევ ელვა,მე რომ გულში მჭირს ხოლმე... სეტყვაა?? სეტყვა უმტკივნეულოა შენ გარეშე გატარებულ წუთებთან შედარებით...ვულკანი??…


როცა შორს წავალ მაშინ მინატრებ,
თუმცა იცოდე მე ვეღარ მოვალ,
შენ სინანული მაშინ შეგიპყრობს,
მაგრამ რაღადროს მე უკვე არვარ!
ეს სიყვარული ძლიერ დაგტანჯავს,
ჩემზე ფიქრებით ვერ დაიძინებ,
ალბათ ღამეულ კოშმარად მოვალ,
თუმც არ ვიქნები რომ გაიღვიძებ!
მე შენ დაგიმსხვრევ ყველა ოცნებას,
რაც კი ოდესმე გვაკავშირებდა,
მე ჩვენს სიყვარულს თუ ვუღალატე,
ნურც გაიფიქრებ რომ ეგ მინდოდა!
გული მტკიოდა გული იწვოდა,
და ერთადერთი შენ მყავდი მარტო,
შენც მაწყენინე გული მომიკვდა,
და მე სიკვდილზე ვიფიქრე მარტო!
იცი? ცუდად ვარ მე მიპყრობს შიში,
იმის რომ ეს მართლაც ასე მოხდება,
რადგან მომავალს მიმოკლებს ბედი,
ნუთუ ვერ ხვდები არ მტოვებს შენთან!
შენც მეჩხუბები და გული მტკივა,
ვიცი გიყვარვარ და მეც მიყვარხარ,
მაგრამ თუ ხვდები რომ შენი ჩხუბი,
მე მატირებს და ოცნებებს მიკლავს!
ეს ჩემი ლექსი უაზრობაა შენთვის პოეტო,
მაგრამ უაზრო სიტყვებშია…


მაინც შენმა მონატრებამ მომიარა, ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები... მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად... ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით! ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს... ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს... ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები, უჩემობას არასოდეს მაპატიებ... მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები, ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე! ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები – მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა, ჩემი თავი ღმერთმა უღვთო გაბრაზებით შენ გადმოგცა, ვით უტკბილეს ანათემას... თვალებს – შენი მონატრებით დაფერილებს ისევ შენი ელანდებათ ოფოფები... მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს – სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები! ალბათ გრძნობაც აღარ არის ისე ნაზი როგორც…


დღე დღეს მისდევს და წლები გარბიან, ,,უცხოს,, სახელი არ გაძლევს შვებას, შენი ცხოვრების ლამაზი წლებიც საზღვარგარეთის ალბომში გრჩება. დრო ისტორიას წარსულში მიაქვს, ამ ცხოვრების ხომ შენ ხარ მოახლე . . . წლები დაგაყრის მხრებზე ჭაღარას, ახალგაზრდობას ტანზე მოგახევს. საზღვარგარეთ ხო მალე ბერდები, შენი ქვეყნისგან შორს ხარ უძლური, და ხვდები ,,უცხოს,, სახელმა შენმა როგორ დაღალა სული და გული


05.02.2011

მე შენ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს,
შენ სხვა ქარებმა გაგინაპირეს.
მე შენ მიყვარდი როგორც მზის სხივი,
სხივი რომელიც აღარ ასხივებს.

შენში ვხედავდი ზეციურ ფერებს,
დედამიწაზე სამოთხის ხედებს.
ჩემთან მოჰყავდი ყოველთვის სიოს,
გულში ცხოვრობდი, დაგქონდა სითბო.

შენში მიყვარდა გამოდარება,
მორცხვი ღიმილი, თვალთა ნათება.
შენში მიყვარდა ქალი თავნება,
ქალმა რომელმაც დრო გააჩერა...

თურმე გიმზერდნენ სხვა ჭოგრიტებით,
და შენი გზები სხვამ გაანელა.
მე ხომ უეცრად შემოგეფეთე,
პირველი ნახვის გამყვა ზმანება.

მერე უეცრად მიწაზე მოვხვდი,
ჩემი სამოთხე სხვამ გადათელა.
საოცარია ლურჯი მიწის და
დაისის სხივთა გამოსალმება.

მე შემ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს,
სხვაგვარი იყო ჩემი ანთება,
ყვავებს ბანცალით მიაქვთ წამები
და შენი თბილი გამონათება...


05.02.2011

შენ ხარ სიცოცხლის ძლიერი განცდა,
შენ ხარ ამ ღამის თავი და ბოლო,
ვწერ და არ ვიცი უკვე რაღა ვთქვა?!
რაღა ვთქვა უკვე ბოლოს და ბოლოს...
ამ სულზე მძიმე ღრუბელთა გამას
ვფანტავ და გეძებ ვარსკვლავთა ხვამლში,
გეძებ და მგონი ვერსად გპოულობ,
მხოლოდ სიგიჟე ბატონობს სახლში-
შენ ხარ ცხოვრების ძლიერი განცდა,
შენ ხარ სიცოცხლის თავი და ბოლო,
ვწერ და არ ვიცი უკვე რაღა ვთქვა,
რაღა ვთქვა უკვე ბოლოს და ბოლოს...


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta