nargiza blog

nargiza
33, Batumi, Gruzija

მე შენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა . . .
მე შენთან ერთად დაბერება და ლამაზი სიკვდილი მინდა . . .
მე შენთან ერთად მთვარეზე ჯდომა და მზის ამოსვლა მინდა . . .
მე მხოლოდ შენი თვალებით ნათქვამი სიტყვები მინდა . . .
მე მხოლოდ ერთი ადამიანი მინდა . . .
მე სიკდილი და შენი მფარველობა მინდა . . .
მე ერთი სიყვარული . შენი სიყვარული მინდა . . .
იცი რა მინდა ? . . . შენი სუნი, ოკეანე და ლურჯი ცა მინდა . . .


http://www.youtube.com/v/6nbV4hswMWYShens nabijebs veli, shens dazaxils veli,
Da shen ar chanxar... sadaxar.
Dro isev isev midis, carsuls dazdebia mtveri
auxdenel ocnebebsac gauxumdat peri,
Mjera gipove da davabruneb dros,
Isev ertad gavyvebit cxovrebisgan shors, vxvdebi,
ushenoba yvelaperze dznelia,
Ushenod xom es cxovreba chemtvis araperia...
Dro, dro yvelapris mkurnalia amboben,
Dro ar icdis isrebi ki dabrunebas lamoben
Piqri, ver miqarvebs mourchenel iarebs,
Sheni saxe tvalcin isev dzveleburad trialebs
Аra, dro ver kurnavs ushenobis tkivilebs,
Tumca axla shens saplavze amosul gvirilebs vxvdebi
siyvaruli rom ar aris advili,
Shors var magram am grznobas ver gaaqrobs mandzili,
Tu ki gesmis chemi am simgeris xma,
Mxolod erti sityva minda rom…


 მინდა რომ ძალიან ლამაზად მიყვარდე, და შენც ოცნებებში ღამეებს ათევდე, მინდა რომ შენს გვერდში სიცოცხლეს ვფიცავდე, და შენც მონატრების წყვილ სანთელს ანთებდე. მინდა რომ რიჟრაჟი შენით მოდიოდეს, შენთვის იგუგუნუნ ამ ქვეყნად ზარებმა, შენს გვერდში წუთები აღარ გადიოდეს, და მწუხრი გაფანტონ მძვინვარე ქარებმა. მინდა რომ სიცოცხლე სიკვდილზე გავცვალო, და შენით მოვიდეს ჩემი აღსასრული, თასი სიყვარულის ბოლომდე დავცალო, და თუნდაც ეს იყოს მწარე დასასრული. მინდა რომ მიყვარდე, ძალიან, ძალიან, შენს გვერდში ვიყო და სულ მენატრებოდე, მინდა ჩიტი იყო და მე კი გალია, და შენს ნაფეხურებს მტვრად ვეგებებოდე. მინდა სალოცავში 100 ჯერ დავიფიცო, და თუ საჭიროა გთხოვო პატიებაც, მინდა რომ ჩემს ირგვლივ ყველას…


უფალო მისმენ?

-გისმენ და მერე?

-დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა,

მომეცი ძალა,რომ გავუმკლავდე,

ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ,

გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის?

გული რომ მტკივა რატომ არ მშველი?

ღმერთო, მომხედე სული მიკვდება,

ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის?

ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა?

თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები?

სიყვარული მკლავს შიგნიდან ნელა

გულს რომ მიფლითავს ნუთუ ვერ ხვდები?

ღმერთო, არ მესმის, ძალიან მტკივა

ძალიან მტკივა, შენ გელოდები,

ტკივილი ცეკვავს, ტანჯვა ტაშს უკრავს,

ეშმაკი ზევით მწარედ დამცინის,

უბედურება ჩუმად ზეიმობს,ბედნიერებას სხეულში მიკლავს.

უფალო, გესმის? ხედავ რომ ვკვდები?

გულს რომ მაგლეჯენ რატომ არ მშველი?

უფალო სად ხარ? განა არ გესმის?

მარტო დამტოვე? სრულიად მარტო?

ხატის წინ წყნარად ვიღაც ლოცულობს

სანთელს უყურებს და ჩუმად ამბობს:

"გული წამართვა ტკივილმა გუშინ,

სიყვარულისგან მწარედ ტანჯული,

უბედურება ალბათ ზეიმობს,

ეშმაკი ჩუმად ზევიდან მღერის,

მე…


06.04.2012

რა ხდება დედი?

გული ამტკივდა მიშველე დედი!

თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?

ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!

არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!

თეთრი სუდარა რად გინდა დედი?

რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?

რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?

გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!

ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!

არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!

აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?

რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?

საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!

დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!

ეს რა ორმოა?მითხარი დედი

და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?

მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?

რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...


სიმღერებით დავატარებ ქვეყანაზე, საქართველოს სიკეთეს და სითბოს... სადაცა ვარ ვმღერი მუდამ ქართულ ხმაზე, სიზმარშიაც შენთანა ვარ თითქოს.. შორს ვარ შენთან მაგრამ მაინც ყველგან მათბობს, იავნანა არაგვის და მტკვარის... ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ჰანგი მათბობს, რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი. შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა... მტკვარმა რიონმა გულით მატარა. აქაც ქართულად ჩამოგვაძირა.. აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა..


მაპატიე გულო დარდი, სიყვარული,

ვიცი აღარ შეგიძლია მოითმინო,

უგუნურო! აი წვიმაც და დაწყნარდი,

ერთადერთო, დღეს კი უნდა მომისმინო:



კარგი! წავალ ამ თავსხმაში, ვიოცნებებ,

წამწამებზე წვიმის წვეთი მეკიდება,

თუ შევძელი ჩაგჩურჩულებ, შემიყვარდი,

ისე ძლიერ, რომ სიტყვის თქმაც მერიდება.



მაპატიეთ, დამრჩენია კარი ღიად,

და შევიდა მხოლოდ შენი სატანჯველი,

გაიმარჯვე! გამაოცებ ისევ ფრიად,

და ეს გრძნობა ახალია და თან ძველი.



წამომყევი! შორს წავიდეთ, დავიკარგოთ,

ჩვენს ნატერფალს არ იკადრებს ტალახები,

და მოხატულ ქვაფენილზე ბზები დავრგოთ,

გზაზე ვნახოთ მგალობელი ბალახები.



ვიგალობოთ, არ დავწყვიტოთ გული იებს,

ვარდთა კონა, ხელის გულზედ მოვიმარჯვოთ,

მე ვაჩუქებ ჩემს სიყვარულს უფლის შვილებს,

ვარდებით კი სიძულვილზე გავიმარჯვოთ.



-ასე, ღამით ოცნებებში გავიჭერი,

გავუყევი ქუჩის კიდეს, ნაცნობ დარდით,

ჩემო გულო, შენით ვიცნე ცის იერი,

და შემინდეთ, რადგან ძლიერ შემიყვარდით


მე სიყვარულზე ავატირებ გიტარის სიმებს
და ატირდება ჩემი გულიც მწარე ტირილით!
მე შენ გიმღერებ სერენადებს შენს ფანჯარასთან,
გამთენიისას სმენას დავიტკბობ ხოხბის ყივილით.
მე სიყვარულზე ავატირებ გიტარის სიმებს,
რადგან ეს გრძნობა გვიწყალობა თვით მამა ღმერთმა,
ის მტანჯველია,მაგრამ მაინც არვის ეთმობა,
მეც ამიკვნესა მწარედ გული ამ ქვეყნად ერთმა.
ნუთუ არ გესმის მე ხომ შენზედ ვამბობ ამ სიტყვებს,
გრძნობებეს ვერა ვკლავ მინდა გითხრა,გაგიზიარო ,
თან მეშინია შენნი გული ცივი არ იყოს,
ჩემი წამებს გზა მე ისევ გავიზიარო.
ჩემთვის წმინდა ხარ,როგორც თოვლი ზეცით მოსული,
ისე წმინდა ხარ,როგორც ნინო,ჩვენი ნათლია!
რა ვქნა,ძვირფასო,რომ მიყვარხარ ასე ძალიან,
ეს ხომ ამ ქვეყნად მხოლოდ,მხოლოდ შენი ბრალია


მე, რომ უნებართვოდ შემიყვარდი,
თავი დავივიწყე სულელმა,
აწი უნებართვოდ გაგიღიმებ,
აწი ვილოთავებ ფურცლებთან.
მე, რომ უცნაური მღელვარებით
ლექსად გავაშიშვლე ვნებები,
მაშინ სად იყავი როცა უკვე,
გრძნობამ ჯინში წრიტა ნერვები.
მე, რომ სუნთქვისაგან დავიღალე,
მე, რომ ამ სიცოცხლეს ვაბევრებ,
შენზე შემიხორცდა უკვე სული,
როდის ამომიღებ ნაკერებს.
ერთი ბეწვის ხიდი გავიარე,
ეხლა ისევ გზაა ბილიკის,
უნდა გავახშირო ლაბირინთი,
ღმერთთან ავიტანო ტკივილი.
ერთი ბეწვის ხიდი გავიარე,
ეხლა ისევ გზაა ბილიკის,
უნდა გავახშირო ლაბირინთი,
ღმერთთან ავიტანო ტკივილი.
მე, რომ უნებართვოდ შემიყვარდი,
თავიც დავივიწყე სულელმა,
აწი ისევ უნდა ვილოთავო,
ასე,ლექსებთან და ფურცლებთან!


ჩემსავით, უკვე ბერდება სევდაც,

ტკივილმა გული, რომ არ გამიპოს.

მინდა ძვირფასო, რომ ვიყო შენთან

და ცრემლი, შენმა სითბომ დამიშროს

შენს მოლოდინში, გულიც ბერდება

და მეშინია, გარდაცვალების.

მე, მარტოობის ხელი მეხება

და სილამაზეც ქრება, თვალების.

შემოდგომაა! ეს მერამდენედ

მე, მარტოობამ დამწერა ჯვარი?

ეს მერამდენედ, დრომ და მანძილმა

წაშალა, ჩვენი გრძნობების კვალი?

ჩემსავით, უკვე ბერდება სევდაც,

ტკივილმა გული, რომ არ გამიპოს.

მინდა,რომ ისევ მოხვიდე ჩემთან

და ცრემლი, შენმა კოცნამ დამიშროს!


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta