მომნატრებიხარ,
33, Batumi, Gruzija

მომნატრებიხარ, როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია,
იმ მონატრებით--რუსთაველს რომ მოუგონია...
მომნატრებიხარ,
ვით ზამთარში სითბო მაისის და ცხელ აგვისტოს საამური გრილი დაისი...
მომნატრებიხარ,
აღარ ვიცი რას შეგადარო, მენატრები და მონატრებით მინდა გატარო,
როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატერბა,
დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად.
მე მინდა შენთან, როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან,
ისე მჭირდები, როგორც ავდარს გამოდარება...
უკვე იქ გეძებ, სადაც არ ხარ და ვერც იქნები
და მენატრები, როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები...
მომლანდებიხარ, გულში დარდად მომძალებიხარ, როგორც არასდროს, ისე ძლიერ მომნატრებიხარ!

11 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta