nargiza blog

nargiza
33, Batumi, Gruzija

წახვედი,მაგრამ ეს კარგად მჯერა,

ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,

მარად შენთან ვარ,ვით ბედისწერა,

ვერ გამექცევი გზა დახშულია.

მე შენი გზა ვარ,შენი სახლი ვარ,

ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,

შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,

რომ არარ არის ადგილი სხვისი.

ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს,

ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,

ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე,

შენი ცხოვრების თავი და ბოლო.

ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები,

მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,

ბაღის ქარივით შემოგეხვევი,

არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს.

და როცა გვიან მარტო დარჩები,

არ მოგასვენებ,არსად არ წავალ,


13.10.2016

ლენტიმეგობრები 180ფოტო 1 695ჯგუფ. 56თამაშ. 26შენიშვნ. 303საჩუქრებიმეტი


მინდოდა მეთქვა,გული დარდმა როგორ დაღარა, შენიტკივილი მემჩნეოდა სულზე ეკლებად, ცრემლადქცეულიგეძახოდი, შიშმა დამღალა, ვერგაგაგონე, ხდება ხოლმე, კარგო, მერე რა... მინდოდა მეთქვა,რომ უშენოდ ერთი ფასი აქვს უბადრუკქოხმახს და სასახლის უმდიდრეს დარბაზს, რომ შევეგუეეს წლებია შენს რთულ ხასიათს, და უფრომეტიც, უკვე ვგრძნობ, რომ თანდათან გბაძავ. მინდოდამეთქვა, რომ მიყვარხარ მთელი არსებით, რომ ჩემსლექსებში მხოლოდ შენთვის მგალობელი ვარ, ტკივილიციყო სიყვარულში ძალიან ბევრი, მაგრამ მემაინც ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.


22.12.2013

08:27
სიზმარში გნახე,გუშინდელ ღამეს,
შენ შემეკითხე, ნეტავ ვინახარ?
სიზმრიდან ცხადში გადმოვაბიჯე,
და გეუბნები მე შენ მიყვარხარ.
ბედნიერება რა არის ნეტავ?
ცისკრის ნათება? მზის ელვარება?
ბედნიერება ის არის ალბათ,
უყვარდე იმას, ვინც გენატრება
ნახე გაწვიმდა, ტირის ბუნება,
ნახე სისველე იგრძნო ტუჩებმა,
ხედავ ატირდა, თვალები ჩემი,
და იცი რატომ? შენ მენატრები.
ჩემთვის გაჩენილხარ, და ვიცი ვინცა ხარ,
ჩემი ოცნება ხარ, სიცოცხლეს ვფიცავ,
გულის სიღრმეში, ოცნებით გინახავ,
ღმერთია მოწამე, რომ ძლიერ მიყვარხარ.
მინდა მოგეფერო, თბილი ხელებით,
გული გაგითბო,ლამაზი სიტყვებით,
ყოველ დღიური,ფიქრის ღმერთი ხარ,
და მონატრების,ცრემლის წვეთი ხარ


ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალსდა ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,ნურასოდეს მოატყუებთ ალალ–მართალ კაცსდა მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზასდა თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,უნდა შეძლოთ, სიყვარული…


 როგორ გიხდება ,ჩემო ძვირფასო, თუნდ ლაპარაკი წრფელი, რა ლამაზია, შემოფეთება, შენი თვალების ფერის, სუნთქვას მიხუთავს ნაზი ღიმილი, თლილი მკლავები,ყელი, საოცარია შენი თითები, მკერდი,თუნდ ვიწრო წელი, მაგრამ მე უფრო, სულ სხვა მაოცებს, სხვა სათნოება შენი, თოვლივით სუფთა წარსულს გიფასებ, ყველაზე მეტად გშვენის.


ცოცხალი შემიყვარეთ და ცოცხალი მანუგეშეთ ცოცხალი დამინდეთ რა იქნება? ცოცხალს მომეფერეთ და ცოცხალს ჩამეხუტეთ ცრემლები შემიშრეთ რა იქნება? ცოცხალი გამიხსენეთ და ცოცხალს დამეხმარეთ ცოცხალს ნუ გამწირავთ რა იქნება? ცოცხალი რომ სიცოცხლეში დავაფასოთ მკვდარი ხომ სატირალი არ იქნება. ცოცხალს მიმკურნალეთ მარტო არ დამტოვოთ ცოცხლისთვის ილოცეთ რა იქნება? ცოცხალს სიყვარული სანთლებად დამინთეთ მკვდრის შესანდობარიც სათქმელი არ გექნებათ. ახლომყოფს მომეფერეთ გულებში ჩამიკარით მარტო არ დამტოვოთ სიცივეც არ იქნება.. მკვდარს ნუღარ დამტირიხართ, მკვდარს ნუღარ დამამძიმებთ სულს ნუღარ მომიწამლავთ რა იქნება? ცოცხლები შეიყვარეთ და ცოცხლები ანუგეშეთ ცოცხლებს გავუფრთხილდეთ რა იქნება? ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ტკივილი გავუყუჩოთ ამდენი ცრემლებიც არ იქნება სიძულვილს სიყვარული,სიკვდილს სიცოცხლე უბრალოდ ვარჩიოთ და…


თუ კი იარები წლებმა დაგიტოვა,

ბედმა მარტოობის დასვა განაჩენი
და თუ ტკივილებად ფიქრებს დაათოვა
მაშინ აბსურდია ყველა დანარჩენი!

თუ კი ცხოვრებაში აღარ გაგიმართლა,
სხეულს ამარაგებს სისხლი წყალნარევი,
თუ კი გულის ცემით მკერდი დაგეღალა,
ვეღარ განუგეშებს სიტყვა ცრემლნარევი!

თუ კი სიყვარული თავზე გემხობა და
თითქოს მისხალ-მისხალ გრძნობად იფანტები
და თუ ერთგულება აღარ დაგიფასდა
მაშინ ვეღარ ხვდები რისთვის იბადები!

თუ კი ცხოვრებაში არჩევ თავმდაბლობას
და ზედ გადაგივლის ყველა დანარჩენი,
ნუღარ დაღონდები და ხელს ნუ ჩაიქნევ
უფრო აძლიერებს მოკვდავს განსაცდელი!


წუთისოფელი არ გვინდობს, უხვად გვიგზავნის სატანჯველს, ზოგს დარდი მეტად უმძიმებს ყოფა-ცხოვრებას ნაწამებს. ზოგს ნაადრევი სიკვდილი, თუმცა, ყოველ დროს მწარეა, ზოგი კი ცოცხლობს და მაინც მზიანი დღეც კი ღამეა. ვის მეგობარმა უმუხთლა, ვინ ობლად დარჩა ყმაწვილი, ვიღაც ოჯახის მსხვერპლია, არ დაუფასეს ვის წვლილი. ვიღაც გაეხვა ვალებში, ვიღაცა ემიგრანტია, ზოგი მსხვერპლია ჭორისა -მოასხეს ცოდვის მანტია. ჰო და , ასე და ამგვარად, ვარსებობთ გათანგულები, მაგრამ ყველა ჭირს აჭარბებს გრძნობით დამწვარი გულები. ეს, ერთადერთი რამეა, რაც ყველას გვაერთიანებს: - ვუძღვნიდით, ვუძღვნით, მივუძღვნით სიყვარულს ადამიანებს!


სიყვარული ვარ!!,სხვაგან ნუ მეძებ,

მე რომ გიგზავნი იმ სიზმრად მნახე!

მე ხომ ცრემლი ვარ!,უმანკო ცრემლი!

სიზმრის მერე რომ გისველებ სახეს,

მე სიცოცხლე ვარ! წვიმის წვეთი ვარ!

გრძნობების სიო ტუჩზე დაღვრილი,

სიყვარული ვარ ლტოლვის მდინარე!

ლამაზი ვნება მკერდში ჩაღვრილი,

მე ხომ შენში ვარ!სხვაგან რად მეძებ,

გაზაფხულს მოვყე,მზის სხივს მალულად,

შენს გულს ჩახედე იქ აღმომაჩენ,

შემოგპარვივარ!სულში!ფარულად!!!.


← prethodna 1 2 3 4 5 ... 10 sledeća
Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta