nargiza blog

nargiza
33, Batumi, Gruzija

დღეები ღამეებს ისე მიეწებნენ, ვით მტკვარი, არაგვი და მონასტერი, და ჩემი თვალებიც შენ ისე გეძებენ, ვით წყაროს ანკარას – მგზავრი მონაბერი. შენი სიყვარული თითქოს მდინარეა, ხან უხვი, ხანაც – სისხლივით მჩქეფარე. შენს სილამაზესთან სხვები ვინ არიან?! სულს ათრობს ჩუმად და გულსაც იფარებს. ქართულ ქედებზე ნეტარი დარია, არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება. მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ, აუხდენელო წამო და ზმანებავ! როს განმეშორები ჩემს გულში ნამყოფი – იქვე გადიფრქვევი დარდის ღვიარებად. ეს მიჯნა იქნება სამყაროსგამყოფი – ვით ლოცვა პირველი და ზიარება. მონატრებისაგან თავბრუ დაგეხვევა, თუმცა აზრს დაკარგავს სიტყვაც და სათქმელიც, სულის მყუდროება ისე დაგერღვევა, რომ მოლოდინებში იტირებს სანთელი! ქართულ ქედებზე…


მომნატრებიხარ, როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია, იმ მონატრებით--რუსთაველს რომ მოუგონია... მომნატრებიხარ, ვით ზამთარში სითბო მაისის და ცხელ აგვისტოს საამური გრილი დაისი... მომნატრებიხარ, აღარ ვიცი რას შეგადარო, მენატრები და მონატრებით მინდა გატარო, როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატერბა, დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად. მე მინდა შენთან, როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან, ისე მჭირდები, როგორც ავდარს გამოდარება... უკვე იქ გეძებ, სადაც არ ხარ და ვერც იქნები და მენატრები, როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები... მომლანდებიხარ, გულში დარდად მომძალებიხარ, როგორც არასდროს, ისე ძლიერ მომნატრებიხარ!


წლები ვაგროვე....სად არ ვიარე შენთან მოსვლა კი...დავაგვიანე... გული დარდებით გავიტიალე, მარტო ვერ ვუძლებ... გ ა გ ი ზ ი ა რ ე... ახლა შენს გულში ფიქრად ჩავსახლდდი, ...და ვერ შევძელი...მეთქვა;,,ნახვამდის,, ჰოდა,მოვედი...გაგითამამდი, სულ შენ დაგეძებ...წამის წამამდი... წლები გვაშორებს....ვერ დაგვაშორეს, ვერ მოერია დრო...ამ სიშორეს, ყველგან თან გდევდი...ვერ მომიშორე... გულთან ხარ ახლოს....და...არა...შორე... ჰოდა,მოვედი...ვერ მოვისვენე, სადღაც...შენს ახლოს.... ჩ ა მ ო ვ ი ს ვ ე ნ ე.... ვიცი...რომ მოსვლა დავიგვიანე, მარტო ვერ ვუძლებ.... გ ა გ ი ზ ი ა რ ე.... როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვედით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე. როცა პირველად მზერა…



დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ..მომიყევი შენზე..დე,ძალიანმაინტერესებსროგორი ხარ..ლამაზი იქნები... მერე ყველას ვეტყვი რომყველაზე ლამაზი დედამყავს... მე შენში ვიზრდები... და შენ მიზრდი ჩემსსამყაროს...გთხოვ აღარ იტირო დედა....მე შენს ცრემლებსაც ვგრძნობ.. სევდასაც..და ჩემს სივრცეშიც აღწევს შიში....და მეც მეშინია დედა...შენი ცრემლების მეშნია და იმ სასოწარკვეთილი სიტყვების ღამით რო მეჩურჩულები...მერე რა რომ მამა წავიდა... ნუ ტირი... მე გეყოლები დედა..მომიყევიისეპირველად რომ მიყვებოდი... როგორ გიხაროდა დე ჩემი თავი შენში...როგორაღფთოვანებით მეუბნებოდი რომ იფიქრებდი ჩემს სახელზე და ყველაზემაგარსახელს დამარქმევდი...ამბობდი რომ მამის თვალებიუფრომომიხდებოდა...და აუცილებლად შენი ღიმილი მექნებოდა,რადგან როცამუცელზეიყურებოდი სულ იღიმოდი..გეგონა,ვგრძნობდი ამ მზერას...ვგრძნობდი დედა...!..მამა არ უნდა წასულიყო..მამას ხომ ასე უყვარდი... მე არ დამაბრალო…


ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა...


დღეს მეყვარები აუხსნელად მხოლოდ თვალებით
ხვალე კი ალბათ გადაგაგდებ როგორც თამბაქოს.
თოვს ახლა მშვიდად ,ამ დაწყევლილ ზამთრის ქალაქში
და მგონია რომ ჩემს ნერვებზე ღმერთი თამაშობს.

შენ არც კი იცი-პოეტობა სისხლში გამიჯდა
ტკივილებს ალბათ ასე უფრო კარგად ვატარებ.
ვხედავ, ტეკილა ჩამოასხეს ვიცანი ფერით
ალბათ ამ ზამთარს ტეკილაზე გადავატრებ.

ვიხსენებ ისე სხვათაშორის გამოცლილ ჭიქებს
ვამოკლებ დღეებს , ქუჩები კი წვანან მანძილად
ლექსები ჩემი წაუკითხეთ ძილის წინ ლოცვებს
ლოცვები ბავშვებს, უფრო ხშირად უფრო ხანგრძლივად.

მგონი ვმკრეხელობ,შენ კი... თურმე ისევ მიყვარხარ
თუმცაღა ვხვდები რომ ლექსებით შენც გადაგღალე
ხვალ გადაგდებ უშედეგოდ როგორც თამბაქოს,
რომელიც უკვე ვეცადე და ვერ გადავაგდე


მივდივარ...სულ ,სულ მივდივარ ,სამუდამოდ...ძნელია,ძალიან ძნელი...კი ვიცოდი ხანმოკლე მგზავრი ვიყავი მარადისობის ...ვიცოდი...ძალიან ძნელია შეურიგდე იმას ,რო დიაგნოზი საბოლოოა და სასიკვდილო...ხო, ძლივს ვთქვი ეს სიტყვა,საკუთარ თავს პირვლად გავუმხილე... მე ხო ყველაფერი ვიცი ,ნეტა არ ვიცოდე ,ნეტა სულელი ვიყო,ნეტა შემძლებოდა მარტივი ცხოვრება....ხო დასასრული ???????არა ...არ,ა ეგ ჯერ ადრეა ...ხოოო...დასასრულის დასწყისი აი-ეს სწორია...იწყება დასასრულის დასაწყისი.არსებობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლა...რას წავიღებ იმ ქვეყნად?????????შენს სიყვარულს.მხოლოდ შენს სიყვარულს...ეს იყო ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში,უფრო სწორად ერთადერთი შენი სიყვარული იყო...სხვა არაფერი არ ყოფილა.არა ,იყო ბევრი რამე მაგრამ არაფერიარ მახსენდება !!!!!!!არც არსებულა თითქოს!!!!!!!!!!!...ცხოვრების ერთადერთი გამართლება- შენი სიყვარული იყო ,კარგო...ეს სიყვარული იმ ქვეყნად მიმყვება საგზლად....ხო მეტი ისეთი არაფერი.... და კიდე ერთი,…


fanjara gamovage mze chadioda,

cxovrebas erti dce kidev akldeboda,

vin icis albat bolo dce damdgeboda,

da chemi sicocxle ukve tavdeboda,

magram ratomgac es me ar madardebda,

ert rames vpikrobdi erti ram mapikrebda,

rom shen chems meti aravin gapasebda,

da shen ver gamige,

ai es madardebda ase movkvdebodi,

veravin gamigebda rom shenze pikri imikveynad gamyveboda,

o cmerto chemo ra ikneboda,

ise mogekali aravin myvareboda,


ეს ცხოვრება მალე ქრება,

ჩვენ კი ბევრი გვგონია,დრო რომ გადის მერე ვხვდებითრა ცოტა დრო გვქონია,დრო ქარია, ჩაგვიქროლებს,

წავა.......დაიკარგება,

ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს,

ბოლოს კვამლად გაქრება.

დროს ღიმილი, ფერება და

სიყვარული სჭირდება,

დრო რომ გადის მერე ვხვდებით

რა ბევრი დრო გვჭირდება,

სიცოცხლე თუ მალე ქრება

და ყოველდღე ბინდდება,

ყველა წუთი საკვირველი

წავა......გაგვიფრინდება,

და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს

სიკეთის შესაქმნელად,

ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა

სილამაზის სამღერლად,

დრო კი მიდის არ ჩერდება

ადვილია სათქმელად?

ეს ცოტა დრო მაინც კმარა

სიყვარულის საქმნელად

ответить


დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია,
უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,
შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta