დღეს მეყვარები აუხსნელად მხოლოდ თვალებით
33, Batumi, Gruzija

დღეს მეყვარები აუხსნელად მხოლოდ თვალებით
ხვალე კი ალბათ გადაგაგდებ როგორც თამბაქოს.
თოვს ახლა მშვიდად ,ამ დაწყევლილ ზამთრის ქალაქში
და მგონია რომ ჩემს ნერვებზე ღმერთი თამაშობს.

შენ არც კი იცი-პოეტობა სისხლში გამიჯდა
ტკივილებს ალბათ ასე უფრო კარგად ვატარებ.
ვხედავ, ტეკილა ჩამოასხეს ვიცანი ფერით
ალბათ ამ ზამთარს ტეკილაზე გადავატრებ.

ვიხსენებ ისე სხვათაშორის გამოცლილ ჭიქებს
ვამოკლებ დღეებს , ქუჩები კი წვანან მანძილად
ლექსები ჩემი წაუკითხეთ ძილის წინ ლოცვებს
ლოცვები ბავშვებს, უფრო ხშირად უფრო ხანგრძლივად.

მგონი ვმკრეხელობ,შენ კი... თურმე ისევ მიყვარხარ
თუმცაღა ვხვდები რომ ლექსებით შენც გადაგღალე
ხვალ გადაგდებ უშედეგოდ როგორც თამბაქოს,
რომელიც უკვე ვეცადე და ვერ გადავაგდე

3 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta