gio877 blog

gio877
34, Tbilisi, Gruzija

შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს,
ჩემი შთაგონების შენ ხარ მესაკუთრე,
შენი სიყვარული რითაც მანებივრებ
ჩემი ლექსებია მე რომ გესაუბრე…
შენი თვალები რომ მე თავს მაკარგვინებს
ჩემი შავი ზღვაა შიგ რომ ვიძირები
შენი სტრიქონებიც მალე გამაგიჟებს
ჩემი სტრიქონებით თავს რომ ვიგიჟებდი
შენი ფიქრებია ჩემი ანარეკლი ,
ჩემი მოგონება ჩუმად მოპარული,
შენი სიტყვებია ფურცლად დანაწერი,
ჩემი პოეზიაც ლექსად მოფანტული…
შენი ოცნებები მე რომ მომიძღვენი
ჩემი ერთადერთი სულის ტაძარია,
შენი გულიც იწვის ალბათ ჩუმი ცეცხლით,
ჩემი გულის ცეცხლი უკვე ხანძარია


მიყვარხააააააააააააააარ! მიყვარხარ გაგიჟებით, მიყვერხარ უზომოდ, მიყვარხარ ჰორიზონტის ხაზამდედა იმის იქით, მიყვარხარ მზეზე და გაზაფხულზე მეტად, მიყვარხარ ლამაზად,მიყვარხარ ულამაზოდაც, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ! მინდა დაგიძახო,მოგძებნო, ჩაგეხუტო და გითხრა: მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ!ადამიანებო,იცით რა არის სიყვარული? იცით რა არის როცა აკეთებ იმას რაზეც არციფიქრებდი ადრე, რა არის როცა ბედნიერი ხარ, რა გრძნობაა როცა გიყურებს დაარ გიდა რომ გაიხედოს , როცა ხელს გკიდებს და არ გიდა რომ გაგიშვას, როცაგიღიმის და არ გინდა რომ მოიწყინოს.. იცით როგორი შეყვარებული ვარ? არა,არა , თქვენ საერთოდ არაფერი იცით. უცებ რომ აგიტაცებს რაღაც გრძობა ,გინდა დაურეკო, გინდა ნახო, გინდა ელაპარაკო , როცა ყველა და ყველაფერიგიყვარს იმის გამო რომ ის არსებობს,…


დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,,,დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზედა "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთანდა ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ,,,


24.09.2013

ჩვენ ის ბავშვები ვართ ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ სახლში ამოდიო. ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე წერდნენ და არა მობილურზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისი მეგობრებიც online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ. ჩვენ ვართ ისინი ვინც ონლაინ თამაშების ნაცვლად დახუჭობანას ვთამაშობდით. ჩვენ ის ბავშვები ვართ შუქი რომ მოდიოდა და ვყვიროდით მთელი უბანი ერთად. ის ბავშები ვართ პოკემონებს რომ ვაგროვებდით და დენდი გქვონდა. ის ბავშვები ვართ ტურბოს ნაკლეიკებზე, რომ ჯეირნს ვთამაშობდით და ლიმონათის ნაცვლად ზუკოს ან ინვაიტს ვსვამდით. წრეშიბურთს და ორდროშობანას, რომ ვთამაშობდით.ჩვე­ნ ის ბავშვები ვართ მობილურები, რომ არ გვქონდა და მაინც ვიცოდით მთელი სასტავი სად იყო. ჩვენ ისენი ვართ "კერასინკის" სუნში რო…


ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!"


ჩემო მამიკო მტკივა შენგან დატოვებული მოგონებები... - შენი სახელი ერქვა ჩემს ფიქრებს… ჩემს ოცნებებს… იმედებს… ღიმილს… სიხარულს… ცრემლებს… სევდას… ეს ყველაფერი იყო და გაქრა… შთაინთქა… მოკვდა… და დამრჩა მხოლოდ სევდა… ცრემლები… დარდი… დავრჩი მარტო, სრულიად მარტო..ცარიელი სულით..გაბზარული გულით :'( :'((


მზე არ უხდება ზეცას,
შენ მოუხდები უფრო, შენი თვალებით,
ცეცხლის ალები თუნდაც რომ გეცვას,
მოგეკარები, სინაზეს გაგიმხელ
და სხვა ქალების ყველა თავშლებით
მოგიქსოვ ხალიჩებს, სამოსად ტანის,
თუ გინდა ღრუბლები გეცვას, ვიქნები ქარი,
მივწვდები მწვერვალს, სივრცეში ულევს,
ფაქიზი ძალით შენს ირგვლივ წყნარად დავიპყრობ ზეცას
და მოგაშორებ ერთი ნელი მობერვით ღრუბლებს.
წვიმა რომ გეცვას, წვიმის ფარდის სამოსი სველი,
მე მბრძანებელი ვიქნებოდი ამ წუთისოფლის.
ჩემს ხმას მორჩილი შეწყდებოდა ბრინჯაოს ფერი,
შენი წვიმა, სამოსელი უმანკოდ ყოფნის,
შენ ჩემში ქალის გაგიჟება იოლად გძალუძს
დასაბრალებლად ეგ სიავე ჩემს ზურგზე კიდებს
მე ვეღარასდროს მოვისყიდი ამ დანაშაულს,
მაგრამ ათასჯერ, ცხრაათასჯერ ჩავიდენ კიდევ,
მე შენს წინაშე დაპყრობილი ჯარივით ქედს ვხრი
აწ და მარადის შენს უსაზღვრობას მივუგებ თაყვანს,
გზაგასასვლელთან შენს ფეხებთან კანკალით დავყრი
რაც კი ყოფილა ყველა ქალის ყველა თავშალის.
ყველა ქალაქის…


ჩვენი შეხვედრის და განშორების
სადღეგრძელოებს დავცლი ბოლომდე,
მერე ბარბაცით ავივლი კიბესდა
კვლავ ვინატრებ რომ განმეორდე.

მერე ვინანებ, რატომ დავლიე-
ღვინომ მასწავლა სიცილით გლოვა,
მე დავიწყება მინდოდა შენი,
მაგრამ რატომღაც პირიქით მოხდა.

ვიღაცის ჯიბრზე,რაღაცის გამოცრემლი
მახრჩობს და მაინც ვიღიმი,ა
რ მემღერება, მაინც ვღიღინებ,
არ მეცეკვება_ ვცეკვავ გიჟივით...

სადღეგრძელოა ჩვენი შეხვედრის
მე ამ ჭიქასაც ბოლომდე დავლევ და
დაგუბებულ ცრემლის მაგივრად
თებერვლის ქარი ამივსებს თვალებს..


საიდან მოდის ეს სილამაზე?
ასე ნაზი და ამო მშვენება?!
- მოდის,სამყაროს დასაბამიდან,
და არც არასდროს გადაშენდება.
- მოდის ზეციურ სიანკარიდან,
მზის ღიმილიდან,მერცხლის ბუდიდან.
სიბრძნედ ქცეული სიჭარმაგიდან
და ფრთაფარფატა სიჭაბუკიდან.
- მოდის,ანკარა ნაკადულიდან,
ვაზის ფესვიდან,მინდვრის ნამიდან.
ნისლწაკონილი მთების სუნთქვიდან
და ვარსკვლავების სითამამიდან.
- მოდის,ლურჯთვალა განთიადიდან
იის ფოთლიდან,ვაზის ბუჩქიდან.
უთვალავ ფერთა ათინათიდან
და გაღიმებულ მთვარის შუქიდან.
- მოდის, ყვითელი ფოთოლცვენიდან,
უფაქიზესი თოვლის ფიფქიდან,
მიწის მადლიდან,უფლის ცრემლიდან
და სიცოცხლეზე უკვდავ ფიქრიდან!..
…ზეცისმიერი მარადისობა,
არავინ უწყის,გაქრება როდის.
ეს სილამაზე,რომელიც კაცთა
უსპეტაკესი სულიდან მოდის!


კვლავ შენს სევდიან თაფლისფერ თვალებს..
გიყურებ როცა, სულ ძვლებში მამტვრევს
ისევ მაჩუქე სილაღე შენი..
წვიმად, რომ მოხვალ მადლობას გეტყვი!
ისევ ვილოცებ შენზე, ისევ ვიტირებ გემზე
გაჩუქებ სევდან ფიქრებს,ისევ და ისევ შენზე,
რაც კი წახვედი გაჩერდა ბულბული გალობას
რომ მოხვალ წვიმად გეტყვი მადლობას!
ვიხსენებ იმ ლამაზ დღეებს, გიხსენებთ შენ და შენს სიტყვებს,
როგორ მენატრები თურმე ,ისევ გავგლიჯავ ნოტების სიმებს
ისევ გიხსენებ მატარავ ხშირად.....
მადლობას გეტყვი რომ მოხვალ წვიმად!.
როგორ მომენატრე ჩემო ძამიკო
ო როგორ მინდა შენი ხმა კიდევ გავიგო..
ჩემო პატარა გიო, ვიცი ჩემგან ხარ შორს
გეტყვი მადლობას, წვიმად მოხვალ რომ!
მოვალ და ჩუმად დაგხედავ, ისევ და სევ ვტირი,
ო ეს ოხერი სევდა აღარ მაჩერებს დღისით,
ბედის ბორბალი უკუღმა გორავს
მადლობას გეტყვი წვიმად რომ მოხვალ!


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta