ლექსი სილამაზეზე2
34, Tbilisi, Gruzija

საიდან მოდის ეს სილამაზე?
ასე ნაზი და ამო მშვენება?!
- მოდის,სამყაროს დასაბამიდან,
და არც არასდროს გადაშენდება.
- მოდის ზეციურ სიანკარიდან,
მზის ღიმილიდან,მერცხლის ბუდიდან.
სიბრძნედ ქცეული სიჭარმაგიდან
და ფრთაფარფატა სიჭაბუკიდან.
- მოდის,ანკარა ნაკადულიდან,
ვაზის ფესვიდან,მინდვრის ნამიდან.
ნისლწაკონილი მთების სუნთქვიდან
და ვარსკვლავების სითამამიდან.
- მოდის,ლურჯთვალა განთიადიდან
იის ფოთლიდან,ვაზის ბუჩქიდან.
უთვალავ ფერთა ათინათიდან
და გაღიმებულ მთვარის შუქიდან.
- მოდის, ყვითელი ფოთოლცვენიდან,
უფაქიზესი თოვლის ფიფქიდან,
მიწის მადლიდან,უფლის ცრემლიდან
და სიცოცხლეზე უკვდავ ფიქრიდან!..
…ზეცისმიერი მარადისობა,
არავინ უწყის,გაქრება როდის.
ეს სილამაზე,რომელიც კაცთა
უსპეტაკესი სულიდან მოდის!

2 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta