24.09.2013
maxsovs
34, Tbilisi, Gruzija

ჩვენ ის ბავშვები ვართ ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ სახლში ამოდიო. ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე წერდნენ და არა მობილურზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისი მეგობრებიც online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ. ჩვენ ვართ ისინი ვინც ონლაინ თამაშების ნაცვლად დახუჭობანას ვთამაშობდით. ჩვენ ის ბავშვები ვართ შუქი რომ მოდიოდა და ვყვიროდით მთელი უბანი ერთად. ის ბავშები ვართ პოკემონებს რომ ვაგროვებდით და დენდი გქვონდა. ის ბავშვები ვართ ტურბოს ნაკლეიკებზე, რომ ჯეირნს ვთამაშობდით და ლიმონათის ნაცვლად ზუკოს ან ინვაიტს ვსვამდით. წრეშიბურთს და ორდროშობანას, რომ ვთამაშობდით.ჩვე­ნ ის ბავშვები ვართ მობილურები, რომ არ გვქონდა და მაინც ვიცოდით მთელი სასტავი სად იყო. ჩვენ ისენი ვართ "კერასინკის" სუნში რო ვიძინებდით და გრენდაიზერს ვუყურებდით. ლარად კოკაკოლა ნაყინი ჩუპაჩუფსი კევი და კიდე რამე მოგდიოდია.. სონის გაჩითვა სენსაცია იყო და ფეხბურთის თამაშის დროს ბურთის პატრონი არ უნდა გაგებრაზებინა თორე მთავრდებოდა თამაში.. ჩვენ ვართ ბავშვები რომლებსაც მუხლებზე შრამები გვაქვს. ჩვენ ვართ ისინი ვისი ბავშვობაც ძალიან მაგარი იყო !

3 pregleda
 
Komentari
cisiaa 25.09.2013

ჩვენ ვართ ისინი ვისი ბავშვობაც ძალიან მაგარი იყო !

gio877 gio877 25.09.2013

:)

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta