gio877 blog

gio877
34, Tbilisi, Gruzija

აქ ყველაფერი შენს თავს მახსენებს,
გულმა შენი თავი ვერავის დაუთმო,
თოვლი მოვა და რაღაცა მაჩერებს,
თითქოს ფიფქებიც კი შენზე საუბრობს,

ქარი მოვარდება და ჩუმად შორს მიყავხარ,
იცოდე შენს თავს ვერავის დავუთმობ,
წვიმა წამოვა და სწრაფად სმენად გადავიქცევი,
თითქოს წვეთები გამუდმებით შენზე საუბრობს,

ძნელია, უკან როგორ არ მივიხერდო
იქ ხომ შენ დამრჩი , ჩემთვის სანატრელი
მითხარი წარსული როგორ არ გავიხსენო?
შენს გარდა არ ამაჩნდა ქვეყნად არაფერი

ძალიან მაკლიხარ, ძალიან მენატრები,
ტკივილი,ტკივილზე დღითიდღე მემატება,
ისევ დაგეძებ, ისევ მენატრები,
ღმერთო რით ვუშველო უსაზღვრო მონატრეას


მიყვარხარ!ნაზი შეხება,სითბო,
ყველა არსება სიყვარულს ითხოვს..
მიყვარხარ!გრძნობას ტკივილი ავსებს,
ბიჭს გოგო უყვარს ამას ვერ ამხელს..

მიყვარხარ!იცი,ყველაფერს ვსძლიე,
ყოველ შენს ნაბიჯს სითბოდი ვსდიე..
მიყვარხარ!არ გთხოვ რაც გინდა თქვი და!
ჩემგან ნუ წახვალ,მხოლოდ ეს მინდა..

მიყვარხარ!თუკი ჩემს შველას ითხოვ,
ჩემს გულს გაჩუქებ,ჰა სითბოც იყოს..
მიყვარხარ!კიდევ მრავალჯერ გეტყვი,
ო!იცი როგორი სინაზით გეტრფი??

და!ვცოცხლობ რადგან ვერ მიგატოვებ,
არც მოგაკარებ შენ სიმარტოვეს..


ცხოვრებაში ყველა ვატარებთ რაღაც ნიღაბს,
მისი არსებით ვმალავთ ყოველგვარ გრძნობას,
და თუ შენთვის საჭირო ნიღაბს ვერ არჩევ,
აზრი არა აქვს მის ქონა არ ქონას.

ხალხი მოძრაობს ფარსი ღიმილით,
თითქოს ხატავენ თავიანთ კმაყოფას,
მაგრამ ვერაფრით ვერა ხვდებიან,
თავიანთ გზიდან ნელ-ნელა გაყოფას.

მომბეზრდა ტყუილი და ნიღბების სტილი
მინდა რომ გული გადაგიშალოთ,
მე გადავწყვიტე ჩამოხსნა ნიღბის
რადგან ჩემს გზაზე მართალმა ვიარო,

მე მოვიხსენი ჩემი ნიღაბი,
ჩემი გრძნობები გაგიზიარეთ,
ერთ რამეს გეტყვით და გაითავისეთ
ყველამ ნამდვილი სახით იარეთ.


ცრემლით გაიჟღინთა შენი მონატრება,
გარეთ სიცივეა და აქაც საკმაოდ
ცივა და ტკივილსაც ვეღარ ვუმკლავდები,
ვხვდები, რომ ფიქრები ახლაა ამაო...

ჩვენს შორის ათასი, ათასი „გელი“- ა,
მანძილსაც სევდიან მეტრებად დავითვლი,
ახლა, ხომ ჩემს ლექსებს სულ სხვები ჰყვებიან,
შორს ხარ და ზღვის თავზე ვარსკვლავებს დარაჯობ...

ათასი ან მეტი წამია ჩვენს შორის,
სევდის სიმფონიას დაუკრავს მაესტრო,
გული მონატრებას ჯერ ვერ შევაჩვიე
მინდა მოხვიდე და ფიქრებით გაგენდო...

სევდიან სიმღერებს შენთვის რომ ვმღეროდი,
სიტყვები ცრემლებად იღვრება ფურცლებზე,
მე ისევ მიყვარხარ და კვლავაც სიტყვებით
გიმღერებ ოდესმე შენს ლამაზ პიესებს...

ფიქრში გავატარე წინა დღეები და
ხვალაც მონატრებას ვცდი ბოლოს მოვუღებ,
ახლა ჩემი გული უფრო იერით ჰგავს,
შორს წასულ გემზე, რომ თოლია იბუდებს...

სევდისფრად გხატავდი მე წუხელ სიზმარში,
ვარსკვლავი კვლავ ფუნჯად მეკავა ისევე...
მე ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ კვლავ…


უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,
გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...
მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...
არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...

ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,
კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...
მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...
არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...

ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,
ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...
მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...
და გამიხარო დღე ხვალინდელი...

ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,
უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...
ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...
ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...

ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...
დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...
მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...
მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა.


არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო... თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით...
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით,
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად,
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,
სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს,
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ...
მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,
სასაცილოა... როდესაც ვტირი,
ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ...
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო...
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
ლექსებად მაინც გადავაქციო.


ჩუმად საყვარელო, ახლა ყველაფერი უკვე ჩავლილია,
ჩვენი მონატრების წამი,ბოლო წამი თითქმის გაილია.
ნუ იდარდებ კარგო ბედისწერა თუა გრძნობის დასასრული.
ვიცი,მოგონება მუდამ გამახარებს, ჩვენზე გარდასული,
ყველა ტაძარი და ყველა დაფიცება შენს თავს გამახსენბს,
გულში შეგინახავ, თუმც კი ჯერ არ ვიცი,რაღა დამასვენებს.
ხელჩაკიდებულმა ვინღა მომატაროს ყველა სალოცავი,
ვინღა ჩამიღვაროს გულში მონატრების სითბო საოცარი.
სხვას ნურაფერს მეტყვი,რადგან დუმილია ახლა ყველაფერი,
რაღაც მსურდა მეთქვა,მაგრამ ვერ გითხარი თითქმის ვერაფერი...
მაინც არ გაგკიცხავ,გრძნობას მიტოვებულს გულში დავასვენებ,
შენ კი ისე წადი,რომ თავს ნურასოდეს ნუღარ გამახსენებ.


მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება,
ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები.....
ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება
ვიცი შენ ასე არასოდეს მოგენატრები.....
არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლებაა,
უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის,
ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ,
არ დამიბრუნო !!!იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის.


არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს.


1)გადი გატრასე–მიდდი გაიარე
2)მოზგი ხარ–ჭკვიანი ხარ
3)ნუ ციმციმებ–ნუ მეპრანჭები
4)შენი ტვინი ატლასივით სწორია–უტვინო ხარ
5)გაჩითა–იპოვა
6)აუ გაფრინდი რა–გაქრი აქედან
7)MGX-მაგარი გასიებული ხარ
8)სიფათს აგახევ–გცემ
9)ვინ გაეძრო–ვინ მოვიდა
10)მოხურე რაა–მოკეტე
11)ბეზა პაწი პუწი–მაგას აკლია
12)ვიზმენდები–ჭკუაზე არ ვარ
13)ჩაგქუსლავ–გცემ
14)გაზგასული ბორჯომივით–ცუდად
15)ჩემო შოკოლადო–ტკბილო
16)MGR-მაგარი
17)ფოტკები გამოუშვი–ფოტოები გამომიგზავნე
18)რავე რაა–არ ვიცი
19)სევდა ფართი–პანაშვიდი
20)დამისეივე–შემინახე
21)დერსკი სბორი–მაგარი ჩხუბი
22)აუუ რა გჟ ხარ–რა გიჟი ხარ
23)სიხუშ–სიხარული
24)PKCH-პაკა ჩაო
25)ათ ლაპარაკობ–რას ლაპარაკობ
26)შეგეხეთქე ლოყაზე–გაკოცე
27)MIK–მიყვარხარ
28)როსკა–ჯერ პატარა ხარ
29)ნუ მედღლარძეები–ნუ მიყურებ
30)აუ,გაუანდერსტენე რა–”გაუაისნე” რა
31)გეხუტუნე–ჩაგეხუტე
32)რა გლატნოი ტიპი ხარ–რას ბლატაობ
33)ტვინი მოწვი–დაფიქრდი
34)HI.R.X.-გამარჯობა,როგორ ხარ?
35)ოე,ყანაა–გოიმო
36)ვამე დავიშოკე–შოკში ვარ
37)თავში ფეხი ხომ არ გაქ?–შტერი ხომ არ ხარ?
38)გატოცეთ–გაკოცეთ
39)რა საკალელი ხარ–რა საყვარელი ხარ
40)აუ რა სიმპო ხარ–აუ რა სიმპათიური ხარ
41)დევოჩკებო–გოგონებო
42)გოგჩოებო–გოგონებო
43)დიახთ–დიახ
44)სიხ–სიხარულო
45)ნუ მელოსტები–ნუ მეკარგები
46)სორი რა–აუ მაპატიე რა
47)გენატალე–გენაცვალე
48)მაგადიაა–მაგარიაა
49)G.K.E.-გაკოცე
50)P.K.–პაკა
51)მიგამარშუტკისუკანასკამებ–გცემ
52)დაგაყარე კისსები– გაკოცე
53)სორრები გიყარე სტოლზე–ბოდიში
54)ვშოკეეეეეე–განცვიფრებული დავრჩი
55)კარგი ვეშია-მოვუსმინე/ვუყურე და მომეწონა


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta