lizi777 blog

lizi777
54, Tbilisi, Gruzija

მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია,
არ შემიყვარი ქარო,
მე მეშნია არ მოიხიბლო ამ დამსხვრელი ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით....
წადი, იქროლე, ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,-
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია?
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო...........
მე კი უხედნელ,ველურ რამებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,-
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო ქარო!!!




უსიყვარულოდ გადავირევი...

დარდი მაწვალებს შენებრ კარგების,
ხან მოვარდები როგორც ირემი,
ხან იასავით დამეკარგები.
**
მოგიტაცნია ღიმილ ფრესკიდან,
დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს,


შენი თვალების ეშხი შეშლიდა,
ორბელიანთა ზვიად ასულებს.
**
ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე,
გალაკტიონიც დათმობდა მერის,
შენ მოგიძღვნიდნენ ძვირპას სონეტებს,
ჯორჯ ბაირონი შექსპირი შენი.
**
დღეს სიყვარული მართლაც არ არის,
ხვალ კალმოსნები დახრიან კალმებს,
როგორც მე ერთი ამ ქვეყანაზე,
დაგიკოცნიდი მაგ ლამაზ თვალებს.
**
როს ამათრთოლებს ცახცახი კვირტის
და შუქს მოვტაცებ ატმების ხანძარს,
მე გაზაფხულის ფერებით ვიწვი,
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს.
**
კორდები ღიმილს შემომაგებებს,
ნიავი კოცნის თაფლისფერ ნაწნავს,
მ ე გაზაფხულის ფერებით ვიწვი,
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს


ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.
დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,
გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.
მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან
გათხრათა ფშნები, როგორც არხები.
არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,
მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.
თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,
შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?
თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,
ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.
ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,
ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?
მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -
ორმო-სამარხში გაეღვიძება!
ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -
მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი
და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად
ველი სამთავროს სასაფლაოსი.
სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს
ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -
და ივერიის როსმე…


თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან

Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების დასახოცად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად…


"ქართველი კაცის შეცდომა იცი რაშია? სიბრძნეს ეძებს... მაგრამ რაში სჭირდება ეს სიბრძნე?უფრო ბრძენი რომ გამოჩნდეს და სხვებმა შეაქონ?... მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს სხვების შექებას? განა იმათ ხედვა აქვთ? სიბრძნე კი არა, უბრალოება უნდა ეძებო!"

/ბერი ნიკოლოზი/



მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!

ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.
არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე...


ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომ მე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულის ცემა... შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატარა ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ…


მიყვარხააააააა აააააააარ ! მიყვარხარ გაგიჟებით, მიყვერხარ უზომოდ, მიყვარხარ ჰორიზონტის ხაზამდე და იმის იქით, მიყვარხარ მზეზე და გაზაფხულზე მეტად, მიყვარხარ ლამაზად, მიყვარხარ ულამაზოდაც, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ! მინდა დაგიძახო, მოგძებნო, ჩაგეხუტო და გითხრა: მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ! ადამიანებო, იცით რა არის სიყვარული? იცით რა არის როცა აკეთებ იმას რაზეც არც იფიქრებდი ადრე, რა არის როცა ბედნიერი ხარ, რა გრძნობაა როცა გიყურებს და არ გიდა რომ გაიხედოს , როცა ხელს გკიდებს და არ გიდა რომ გაგიშვას, როცა გიღიმის და არ გინდა რომ მოიწყინოს.. იცით როგორი შეყვარებული ვარ? არა, არა , თქვენ საერთოდ არაფერი იცით. უცებ რომ აგიტაცებს რაღაც გრძობა , გინდა დაურეკო, გინდა ნახო,…


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta