lizi777 blog

lizi777
54, Tbilisi, Gruzija







გიყვარდეთ ერთმანეთი!
ადამიანის გული მხოლოდ სიყვარულისთვისაა და არა ბოღმისთვის!
არაფერს გასწავლით, არავის ჭკუას არ გარიგებთ, მაგრამ ხალხო გიყვარდეთ ერთმანეთი, ქვეყნად არაფერი ღირს ამ გრძნობის გრძნობად და გაზიარებად, არანაირი სხვა.

ცხოვრება უამრავ სახარბიელო წინადადებას შემოგთავაზებთ. და თქვენც ყოველთვის უამრავ გამართლებას უპოვნით თავს, თუნდაც იმაზე რომ ორი წამით დააკელით ყურადღება, რომ კიდევ არ უთხარით გუშინ, რომ ლამაზია, რომ გიყვარს, რომ მოგენატრა, რომ გჭირდება, რომ ერთადერთია და რომ არ ჩაეხუტეთ...
მაგრამ თუ დაფიქრდებით თქვენც კარგად მიხვდებით, ქვეყნად ამის კეთებაზე უფრო დიდი ბედნიერება და სიამოვნება არ არსებობს.

უბრალოდ, გიყვარდეთ ერთმანეთი, მოეფერეთ და ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ცხოვრება ისედაც წამია და არ ღირს ამ წამის გატარება კამათში, სისულელეების მტკიცებაში და ცალ–ცალკე…


რისთვის მიმატოვე ადამიანო?

მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით;
მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი;
მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე;
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით;
მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით;
მე თქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენ არ გიყვარვართ მე; და თუ თქვენ არა ხართ ბედნიერი, ნუ დამადანაშაულებთ მე!
რისთვის მიმატოვე, ადამიანო?
რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს?
რატომ დაემონე მტერსა ჩემსა?
გაიხსენე, შენთვის ზეციდან გარდამოვედ!
გაიხსენე, შენთვის ქალწულისაგან ვიშვი!
გაიხსენე, შენთვის შვილი ვიყავ!
გაიხსენე, შენთვის თავი დავიმდაბლე!
გაიხსენე, შენი გულისათვის გლახაკი ვიყავ!
გაიხსენე, შენთვის მიწიერად ვიცხოვრე!
გაიხსენე, შენი გულისათვის დევნა გადავითანე!
გაიხსენე, შენთვის…


სიყვარულის ახსნა

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და…


რა მომენატრა იცი? შებინდებისას ნაწვიმარ და შეშრობა დაწყებულ ასფალტზე სეირნობა. როცა უბრალოდ მიდიხარ ხელიხელჩაკიდებული და გრძნობებს საუბარი არ სჭირდება. ჩახუტება მომენატრა და სითბო. ხო, სითბო. მომბეზრდა ცივი და კედელი ადამიანები. როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი. კაი ფილმი და მისგან მიღებული შთაბეჭდილება – დამუნჯება მომენატრა. ზღვაც მომენატრა, არა ტურისტული და მხოლოდ ჩემი. მოღრუბლულ ამინდში რომ უნდა გაისეირნო და სახე ქარს შეაგებო, ისეთი. საღამო მომენატრა და ღამის ბათუმში სეირნობა უსიტყვოდ. წვიმა მომენატრა, გიჟი და გადარეული, მხირული და განწყობის გადამდები. სალოს სახლი მომენატრა, მეორე სართულის ბუნებრივი სიგრილე. გათიშული გონებით პირაღმა გდება საწოლზე და…


ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”…


30.07.2013

მე პაემანზე ჩავიცმევ კაბას სიმწვანით გაშლილს,
შავ თმაში ჩავწნი ულამაზეს სისხლისფერ ვარდებს,
მერე გონება შეხვედრამდე ფიქრებად გამშლის,
ჩამიბნევს სულში ემოციით მოწოლილ სათქმელს.
დავიჭერ ჩანთას, ვერცხლისფერად შევფერავ თასმას,
და მერე თუნდაც შემომხედოს ათასმა, ასმა,
სუნამოს სუნით გაცხელებულ საკინძეს გავხსნი,
დავემსგავსები აფროდიტეს მომხიბვლელ აჩრდილს.
ყელს დავამშვენებ თოვლისფერად ელვარე შარფით,
აცახცახდება ის ცისფერი თეძოზე ღილი,
დაჭიმავს ბაგეს ვნებიანი დაჭიმვით საცხი,
და სილამაზე იმ ქუჩებს დახვრეტს სადაც ჩავივლი...
და ამ მაცდური მოლანდებით მე მოვალ შენთან,
მე მოვალ შენთან ვით სილაღით გავსილი ქალი,
შეუმჩნეველი მონატრებით დავსხდებით ერთად,
დავსხდებით ერთად იმ იდუმალ ამურულ ღამით.
შეუდგებიან გაუმხელელ გრძნობებზე ცეკვას ფოთლები ქუჩის,
მერე შენ მეტყვი მიამბეო რაც გიდევს გულში...
და…


ღმერთმა შეუნდოს, ვინც გადახსნილ გულზე მაბიჯებს. მიყვარს თითებში შენახული ნაცნობი სითბო, უკვე რაც იყო, მიყვარს, უძილო ღამეებში მხრებზე იმედად მოხვეული მძიმე ხელები.თუ ვერ შესძელი სიყვარული ჩემნაირ ქალის,სანამდე წახვალ...მინდა, გულით შემოგევედრო:სხვასთან რომ მიხვალ, ნუ მიუტან მას ჩემს გვირილებს,შემოინახე გულში ჩემთვის...სულ ნუ ჩამაქრობ! ნურავის ეტყვი, სითბო დამრჩა შენი თითების, ვით თეთრზე თეთრი, ხსოვნა შორი დანაპირების!!!


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta