lizi777 blog

lizi777
54, Tbilisi, Gruzija

შაგრენის ტყავი-ბალზაკი





ვბრუნდებით ერთად(მე დამესიზმრა ემიგრანტები ერთად დავბრუნდით ...)კარი გახსენი საქართველოვ, გახედე შვილებს,აზვირთებული ტალღებივით იქუხა სისხლმა,ჩვენი ცრემლები დაანამე გამომშრალ ძირებს,რომ წარსულ დღეებს გავაყოლოთ წყევლა და რისხვა.შემოგვეგებე საქართველოვ, ჩვენო მშობელო, როგორ შეცვლილხარ, დაგაბერეთ ამდენი დარდით,დაუღალავი მოძახილით შვილთა მხმობელო, უშენო წლებით დაობლებულ მონაგარს ვჰგავდით.მოვდივართ ერთად, მონატრების სავსე ფიალით.სადაც ვიწროა დე, გაუწყდეს ძაფი სიშორეს,დავძლიეთ ყველა განსაცდელი შენი ტრფიალით, მოგვხვიე ხელი და ნურასდროს, ნუ მოგვიშორებ.ქართულ ალიონს გავუტეხეთ რამდენი ღამე, უმშობლო შვილებს დაჩაგრული დაგვქონდა წლები, შემოგვეგებე საქართველოვ, გვითხარი რამე, კვლავ შეგვაბნიე შენეული ქართული ფრთები.ცრემლით დამბალი მოგიტანეთ ეს სასთუმალი, და ეს შენ იცი მადლიანო, როგორ გვტკიოდა,დაბრუნებულებს, არ დაგვერქვას ოღონდ სტუმარი,გვეკმაროს წლები, უშენოდ რომ სული ჰკიოდა.ვბრუნდებით ერთად, დასუსტებულ ფეხებს…


როდესაც მათ იქორწინეს, ეს დათქვეს პირველივე დღეს.

ახლად დაქორწინებულმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტა, რომ არავისთვის კარი არ გაეღოთ, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში. პირველივე დღესვე ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, სიტყვა არ გატეხეს, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, გადახედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა „მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს“ და კარი გააღო. ქმარმა არაფერი არ თქვა. გავიდა წლები, მათ…






მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
როგორ მინდოდი,
სავსე ვარ სევდით და ეჭვებმა
სული დაფლითა,
შეურვებული უმზეობით,
უამინდობით
და ასე გრძელი, უსაშველოდ
გრძელი ზამთრითა.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
მადლობა, ჩემო, ჩემი პოვნა
არ გაგიძნელდა,
მთელი ზამთარი მე ვიცხოვრე
ეჭვთან და ცრემლთან
და ქარიშხალიც მაწამებდა,
ბეჭებს მინგრევდა.
ახლა თუნდ მოვკვდე,
ეს სიკვდილიც არის იოლი,
რადგან გიხილე, შენი ხილვა
რადგან მეღირსა,
ჩემს სხეულიდან ჩემორეცხავს
ნაგავს იორი,
დამასაფლავებს თეთრ ნისლებში
გათენებისას.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
როგორ მინდოდი, როგორ მსურდი,
როგორ მწყუროდი,
ჩემი ტკივილის მიზეზია
დღეს მხოლოდ ეს ცა,
თავის სიტურფით, ეჭვებით და
უსასრულობით.

ტარიელ ხარხელაური


ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,

ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან
ჩემო მაგნოლია

/ანა კალანდაძე/


აქდან იწყება ადამიანი

“- ია თუ დაგიყნოსავს როდისმე?

– აი ია, – თქვა ზოსიმე მღვდელმა და ის ხელი ასწია, რომელშიც იის კონა და ლოცვანი ერთად ეჭირა,
პეტრეს დაანახა
– აქედან იწყება ადამიანი..

ჩვენც ასეთი სუნი გვაქვს, როცა ვიბადებით. ასეთივე სუსტი, გულში ჩამწვდომი.. – თქვა ზოსიმე მღვდელმა – მაგრამ ცოტა ხანს, ერთი-ორი დღით, სანამ სიარულს ვისწავლით და ტალახში ამოვიგანგლებით...''

ოთარ ჭილაძე


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta