lizi777 blog

lizi777
54, Tbilisi, Gruzija

ვიცი, რომ ხედავ უფალო, რა გრიგალებმა მიარეს, აღარაფერი არ შველის ღია დარჩენილ იარებს. მასწავლე, ვინც კი გაგარტყას, მეორე ლოყა უჩვენე, რა ლაწა-ლუწი აუტყდათ, რომელ ერთს გადავურჩე მე. რა ვქნა უფალო, თუ დღემდე მორჩილი ვიყავ მაგ მცნების, ვეღარ გავუძლებ, ცხოვრებას ძაღლივით ვყავარ ნაცემი. სიკეთე თესე ყველგანო, არა ვარ ღმერთო უარზე, აჰა, ეს გული რაც ვიმკე გაგლეჯილია შუაზე. შველას გთხოვ, გემუდარები, ასე ცრემლებში ვბერდები, განსაცდელი არ მელევა, შენ ამბობ,-,,გაძლიერდები". ვიცი უფალო ვმკრეხელობ, საყვედურს არ ხარ ნაჩვევი, მაგრამ ვის ვუთხრა, ვინ არის აიმ, ყველაფრის გამჩენი. ჩოქვით ვიარე შენამდე, ცრემლით მოგირწყე ტაძარი, ყველა ეშმა და სატანა ჩემს წინააღმდეგ დასძარი. ომის თავი მაქვს ახლა მე?…




ცრემლი ფერფლად დაიღვარა წუხელ,

მარტოობის ნაკვალევზე ვდგები,

შენი ტუჩის კუთხეების ბუდე,

ისევ ისე მიზიდავს და ვთვრები..

მაგ თვალებით ნუ მიყურებ მტკიცედ,

თორემ ისევ დამათრობს და შემშლის,

ჩამეხუტე, ჩამეკარი ძლიერ,

შენი სითბო, სიყვარული მშველის.

შენი ტუჩის გემო მინდა ვიგრძნო,

გაშლილ მხრებზე თავი მედოს მშვიდად,

ჩუმად გითხრა რაც სათქმელი იყო

ან არ იყო, ან და უკვე ითქვა.

გზაზე ისევ მარტოდმარტო ვდგევარ,

ყველაფერი უკვე არის გვიან,

საფეხურებს კანტი კუნტად ვხედავ,

მომავალს კი უშენობა ჰქვია...


29.07.2013

“ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი, სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვა.”

ოტია იოსელიანი- ''ქალი გამოვიდა საღალატოდ''



მომენატრე, რაღაც ყველაზე სხვანაირად. არ ვიცი რატომ, - სხვები? რათქმაუნდა, მაგრამ ამნაირად შენ, მარტო! მიკვირს, მართლა მიკვირს, რომ განგიცდი, და თან ამ დროს... შენ... შენ ალბათ დაგავიწყდი, ან სხვას ნატრობ. მოკლედ, რა უნდა ვქნა, როგორ დაგივიწყო მაშინ როცა, ერთმანეთი არც გვინახავს და ერთმანეთს არც კი ვიცნობთ?! ამის წამკითხავი ამ ნაჯღაბნში საკუთარ თავს იპოვის - უდავოდ. შენ? - არც წაიკითხავ, ან წაიკითხავ და გაიცინებ უბრალოდ. მე კი, სასაცილოა და არც კი ვიცი ვინ ხარ. რატომ მახსენდები, ან რატომ განგიცდი, ან სხეულში რატომ გინახავ... დახუჭე თვალები და ჩაისუნთქე, მე თუ დამინახე, - დამიძახე!


ვცდილობ დავხუჭო თვალი და მოვწყდე ამ ცხოვრებას, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ვცოცხლობ... მინდა დავივიწყო დედამიწის განცდები და ფიქრები, მაგრამ ვერ ვბედავ... სიცოცხლე მაწვალებს, მაგრამ მაინც ვიბრძვი მისთვის!.. პრობლემები მაქვს, თუმცა არ ვიმჩნევ! ამაყი ვარ, ამაყი ვარ და ჩემს დარდს არავის ვახვევ თავზე! ბილიკს ვერ ვხედავ მომავლისაკენ, მაგრამ მე ვიკვლევ... ვეძებ მომავალს პრობლემის გარეშე, თუმცა მას უპრობლემოდ აზრი აღარ აქვს... სიზმრებში მოდიან ნანატრი წუთები და მე კი სამყარო მაწვალებს, გულს მიღრღნის!!!... კართან რომ მოხვალთ ნუ დააკაკუნებთ! არ გამაღვიძოთ სამყარო მტკივა!...


ამბობენ თითქოს სიყვარული არ არსებობსო, ამბობენ თითქოს მეგობრობაც არ არსებობსო, არც სიკეთე და სილამაზე არ არსებობსო და ყველაფერი ზღაპარ-ზღაპარ ამოძებნესო, და თუ კი მართლა არ არსებობს არც ერთი გრძნობა, იმ ძველ ზღაპრებში ვინ ჩაქარგა ტკბილი სიტყვები? ეს მეგობრობა,ეს სიკეთე და სილამაზე, ეს სიყვარული ვინ მოძებნა ნეტა სიზმრებში? ღმერთმა შეგვიქმნა ამ გრძნობათა სასწაულები, მან მოგვისია სიყვარულის წმინდა სულები, ამ ყველა გრძნობის შესწავლაში გვტკივა გულები, ამიტომაა რომ დავდივართ არეულები...








Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta