rruru blog

rruru
60, Tbilisi, Gruzija

11.08.2010

მე არაერთხელ გამიგონია ნატვრა მიწაზე, - სულ ერთმტკაველზე, - -ახლა თბილისში გამარონია, და მერე მომკლა- აღარ დავეძებ! რამ დაგამგვანა ახლა ანდამატს?! რაშია საქმე მართლა და მართლა?!- ან შენ ასეთი რა ხარ, ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, რა დაემართა?! არ იოცნებო - არა მგონია - მტკვარზე, ვერაზე და რუსთაველზე... -ახლა თბილისში გამარონია და მერე მომკლა - აღარ დავეძებ.


დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს ჯვრით, ალავერდით, გელათით, ტბეთით... ხმა თუა ნეტავ, ხმა თუა ნეტავ, - ამ უხმო ხმაზე რომაა მეტი! დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს თვით პეტრიწონით... მკვდარიც კი თუა ქართველი ნეტავ, - ეს რეკვა მისთვის როა ლიტონი! დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს ზარზმით, ოპიზით, ოშკით, ხახულით... ხან ფერად შვინდი, ხან ფერად ლეგა, - რეკავს სამრეკლო - ხმადაკარგული. დუმილი რეკავს...



09.08.2010

მე ლამაზი მეგობარი ნყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით, ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუბელს გაჰყვა ცადა. ღრუბელს გაჰყვა...სად ვეძებო, სადა, მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...


  • ატირდნენ მთები და... ლამის მეც ავტირდე, ნაძვები დაღონდნენ და მეც...მეც ვღონდები... მოსწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გარრინდნენ ფოთლები...ფოთლები... ხეთ ხელი აღაპყრეს და ღმერთი ადიდეს, მაგრამ...უჩვეულო კვნესით და გოდებით მოსწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ,გაფრინდნენ ფოთლები...ფოთლები...


  • ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი... რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა! რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი... ლამის სახლში შემოვიდეს თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...


23.08.2010

რა  მოხდა,  მამულის  მთებო,                                                                                          მუდამ  რომ  სიმღერას  მაძალებთ,                                                                                 მაცალეთ,              …


08.08.2010

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა; იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა. აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა, იწვა გალაკტიონი- მოხუცს ბეჭი სტკიოდა. ალბათ შუბლიც სტკიოდა- მაინც, მეფურ იერით, იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი. რაღაც პათეთიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა. ეს სიკვდილი, ეს დაფნა ეს მზე ოქროცურვილი- იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით. დირიჟორიც თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა და რაც ახლა ხდებოდა,- მისი ჟინი მართავდა... ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა. უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები, უცებ მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები კონსტანტინე ბატონთან ლეონიძეც იქ იდგა რა ჰქნა უმისიმართოდ ჩიქოვანმა იკითხა. რა ჰქნა?- ახლა…


ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო როგორც ყოველთვის); -ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტი... უცებ, ჭინკებით აევსო თვალი- თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, საქართველოში???- ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი...


უკვე თენდება...უკვე ტენდება. ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორც ცრემლები დაკიდებია ბალახს და მიწას. მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა ძალიან მიჭირს. გარეთ, პატარა ალუბლის ტოტზე, სულ პატარა ჩამომჯდარა ჩიტი. მე მენატრები. როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინც მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ, მე აღარ დაგხვდები სახლში. მე ვარ მდინარე. ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე. არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ, მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ. (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა; ვისაც ეძებდი…


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta