ninola7 blog

ninola7
46, Tbilisi, Gruzija

21.10.2011

”მე სატანა ვარ, რომელიც შენს სულში შემოვიჭერი, თვალებით თვალებში შემოვედი, თითებით შენს უგრძეს და ოქროსფერ თმებში, ენით ტუჩებზე, სუნთქვით სუნთქვაში, მოვიარე შენი სული, ხარბად შევისუნთქე შენი სურნელი და ჩემი ნაკვალევი დავტოვე შენში…
მომინდი, და მოგინდი… იმიტომ, რომ შენც სატანა ხარ, თვალებით შემოხვედი ჩემს თვალებში, მოიარე მთელი სული და სხეული, კოცნით გაშანთე ჩემი თითოეული სისხლძარღვი და შენი ნაკვალევი დატოვე ჩემში…
და მე გაქცევა მომინდა შორს, ძალიან შორს, მზესთან, მაგრამ მზეს არ ეცალა, წითელი ზღვის ფსკერზე იყო ჩასული და ეძინა. ვერ გავიქეცი. ჩემმა გულმა საკუთარი ხელით დაილურსმა თავი შენს ნაკვალევზე, შიმშილობა გამოაცხადა და დაიძინა.


ლექსი კი არა, მწუხარება გასაკვირველი,

დაღლილი გული,აწეწილი ნერვების კონა.

ვინ გამითვალა საალერსოდ გაწვდილი ხელი,

ბედის მაგიერ უბედობა ვინ დამაყოლა?!

ქარებს მივსდევდი ფოთოლივით ფარფატა ფრთებით,

სხივიან სიტყვებს ვჩურჩულებდი თურმე ხმამაღლა,

ქარებს ხიბლავდათ ჩამოშლილი მსუბუქი თმები

და ბუმბულივით გადაჰქონდათ ზღაპრს გადაღმა.

უცებ შემცივდა.

ვეკითხები ნაღვლიან წარსულს:

-იყო თუ არა სიყვარული, იყო თუ არა?!

ნუთუ გულს მხოლოდ ზღვის ტალღებმა გადაუარა?

გახუნებული არსებობა არა და არ მსურს!!!!

ნაწვიმარ სულის გრილ მინდორზე ახლა ია თოვს...


რაღაც მინდა, მეთხოვა…

მაგრამ,

გადავიფიქრე…

ისევ,

სხვასთან გარბიხარ,

მე კი,

რა არ ვიფიქრე…

სევდა ნაიარევი,

ვითომ დავიარები…

ისევ,

მტკივა სევდა და…

თუკი,

რამე მებადა…

შენთვის დავთმე

ყოველი…,

შენს

სიყვარულს, მოველი…

ისევ,

შენთვის ვინთები…

ისევ,

შენთან ვიქნები…

შენი

ნაზი თითები…

ამერია რითმები…

ისევ,

შენ თუ მიშველი…

ფიქრები მაქვს

შიშველი…

რაღაც,

უნდა მეთქვა და

რაღაც,

უნდა მეკითხა…

ამერია თავი და

დამავიწყდა, შეკითხვა…

ისევ,

მაგვიანდები…

შენ მელოდი

ვიფიქრე…

რაღაც მინდა, მეთხოვა…

მაგრამ,

გადავიფიქრე


26.10.2011

მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან
და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი,
თუკი ვერასდროს გაგაგონე ამ გულის ფეთქვა,
თუ ნაადრევად მიმითვისებს ცივი ნამქერი,
დამპირდი ჩემო, დამპირდი, რომ მატარებ ფიქრად,
რომ მოგონებად გადამაქცევ, რომ ცრემლად დამღვრი,
რომ ხან ჩუმ სევდად გამომსახავ, ხან კი ღიმილად,
რომ შემიფარებს შენი სული სიშორით დაღლილს,
რომ შენს თვალებში ჩამასახლებ შეუცნობ დარდად,
რომ შემინახავ საიდუმლოდ სულ მუდამ, კარგო,
და მე არ მინდა სხვა იმედი იმ ერთის გარდა,
რომ შენ არასდროს, რომ არასდროს დამტოვებ მარტო...


15.06.2012



"მკვლელი სულს და სხეულს აშორებს ერთმანეთს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც.
ცოდვა სულს მშვიდობას უკარგავს, გონებას – ნათელს, სხეულს – უხრწნელებას, მიწას – კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას – სიკეთეს. ის იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს ასახლებს, ხოლო ამთავრებს იმით, რომ ადამიანს ასახლებს ჯოჯოხეთში."


შენზე ფიქრი, მილამაზებს დილას...
ღრუბლებს ვიქნევ, დროშასავით ცაში,
მე თითებით, გეხებოდი ფრთხილად...
ვერ ხვდებოდი?
რა მინდოდა, მაშინ...

გული ხელში, წუთებივით ფეთქავს...
მეც დაგეძებ ისე, როგორც ძველად...
ოღონდ ჩემთვის, ერთი სიტყვა გეთქვა...
მოვიდოდი,
ოცნებად და შველად...

მეგებება დილა, მატყუარა...
მზის სხივები, ძველებურად, მართობს...
შენ მკითხაობ, გიყვარვარ თუ არა...
მე კი,
შენი სიყვარული მათრობს...

შენ რომ არა, ვის გავანდო ფიქრი...
მე ხომ შენთან, ყოფნა მოვისურვე...
არ მინდოდა,
მაგრამ, სხვაგან მივქრი...
ერთხელ მოდის სიყვარული, თურმე...

მე უშენოდ, მეშინია, ვერ ვძლებ...
მინდა დარჩე ჩემში, ფიქრად, ბგერად...
მე ვიპოვი, რასაც გული ეძებს...
ვიცი, შენ ხარ...
ჩემი გულის ძგერა...

ყოველ…


prethodna 1 2 3 sledeća →
Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta