ლექსი კი არა...
46, Tbilisi, Gruzija

ლექსი კი არა, მწუხარება გასაკვირველი,

დაღლილი გული,აწეწილი ნერვების კონა.

ვინ გამითვალა საალერსოდ გაწვდილი ხელი,

ბედის მაგიერ უბედობა ვინ დამაყოლა?!

ქარებს მივსდევდი ფოთოლივით ფარფატა ფრთებით,

სხივიან სიტყვებს ვჩურჩულებდი თურმე ხმამაღლა,

ქარებს ხიბლავდათ ჩამოშლილი მსუბუქი თმები

და ბუმბულივით გადაჰქონდათ ზღაპრს გადაღმა.

უცებ შემცივდა.

ვეკითხები ნაღვლიან წარსულს:

-იყო თუ არა სიყვარული, იყო თუ არა?!

ნუთუ გულს მხოლოდ ზღვის ტალღებმა გადაუარა?

გახუნებული არსებობა არა და არ მსურს!!!!

ნაწვიმარ სულის გრილ მინდორზე ახლა ია თოვს...

ვის ერგო ჩემი ვარდის კაბა, საგანთიადო?!..

13 pregleda
 
Komentari
iablochka 12.06.2012

ძალიან მაგარი, და სევდიანი ლექსია, დიდი გრძნობა, და დიდი ტკივილია ჩაქსოვილი, ღმერთმა გაგიქარჭყლოს ეს ტკივილი, დიდი სიყვარული და ბედნიერება მოგცეს, გაიხარე და იბედნიერე.

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta