ssissi blog

ssissi
33, Tbilisi, Gruzija

13.10.2016

მარტოობა ისევე აუცილებელია გონებისათვის, როგორც თავშეკავება საჭმლის მიღებისას---სულისათვის და მომაკვდინებელია, თუ ის დიდხანს გრძელდება.


14.10.2016

ადამიანები ძალზე ხშირად ლაპარაკობენ მშვენიერებაზე, მაგრამ ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა არ იციან. ისინი ისე დაუდევრად ექცევიან ამ ტერმინს რომ მთლად უკარგავენ ფასსა და ძალას. ამ სახელს ათას ჩვეულებრივ საგანსა და მოვლენას აწებებენ---კაბას, ძაღლს, მოძღვრებას, მაგრამ ნამდვილ მშვენიერებას ისე ჩაუვლიან გვერდით, ვერც შენიშნავენ. ადამიანები ცდილობენ ყალბი პათოსის სამოსელში გახვიონ თავიანთი უბადრუკი აზრები და ამიტომ არის, რომ ახლის შეგრძნების უნარი უჩლუნგდებათ.


13.10.2016

რა ვიღონო,

როგორ დაგარწმუნო იმაში, რომ
სიცოცხლე სჯობს!..
რომელ მიწას ჩავუყო ხელი
უკუნეთში
და,ჯერ კიდევ გზაშიმყოფები,
რამდენ გაზაფხულის მერე
ამოსასვლელები,
ფესვებიანად ბღუჯად ჩაგიკრიფო იები
კალთაში!..

ან რომელ წყალს მივცე თავი,
რომელი მდინარე შევიშრო ტანზე.
ზღვა მოკუმულ ბაგეში დავიგუბო
და მოვარვარე შუბლზე დაგაწურო,
მარჯნის სიგრილით!..
რომელი ტოტი მოგიწიო
მოსაჩრდილებლად,
ან წვიმას საიდან შევუდგა
ცისარტყელა-
ფანჯრიდან მარჯვნივ,
თუ ატმის ბაღებისაკენ?..

საიდან მოგიდგე,
რომ გათენება შიგ თვალებში,
შიგ თვალებში შემოგახარო...
სულის ფრჩხილებით ძლივსღა გაკავებ
და საიდანღაც სიჩუმე ისმის...

იმან როგორ შეძლო,
მარტოპერანგიანმა,
კალთაზე ცხვრებივით მიება შვილები
და მათი პირმოკუმული დარდის
აკლდამიდან
ყვავილის სიმსუბუქით ხელახლა
გაცოცხლებულიყო?!..


არავის გასცე პასუხი, როდესაც გაბრაზებული ხარ. არავის არაფერი დაპირდე, როდესაც ბედნიერი ხარ. არაფერი არ გადაწყვიტო, როდესაც მოწყენილი ხარ.


ვიღაც ჯიუტად მომჩერებია, ვიღაცას მოსწონს ჩემი სახის მკაცრი პროფილი და ცხადია, თავგგამოდებით ცდილობს როგორმე დამარწმუნოს... რომ დროა უკვე გულისყურით მოვეკიდო საკუთარ საქმეს...რომ აქამდე რაც იყო, იყო...რომ ხვალ უფრო მეტი მმართებს საზრუნავი და საფიქრალი...მაგრამ ვიღაცას ავიწყდება, რომ საკუთარ თავს ნაბიჯითაც ვერ გადავასწრებ, რომ ყველაფერი ელოდება გამომწვევ მიზეზს...ხოლო შედეგი არასოდეს იქნება გვიან, თუკი მიზანს რაღაცით მაინც მივუსადაგებთ...თქვენ შეიძლება მომიჭრათ სიტყვა, არ დამეთანხმოთ, ანდა სულაც უარი თქვათ ყველაფერზე.

მე შემიძლია ბევრი რამე დაგიმტკიცოთ ულაპარაკოდ, რადგან ხშირად მოსმენის უნარს მეტი ფასი აქვს, ვიდრე კამათს გაუთავებელს.
მშვენივრად ვიცი, დაუფიქრებელ ნაბიჯს რა მოსდევს, რომ აჩქარებაც არ ცვლის არაფერს.


02.06.2017

ეს საქართველოს პატრიარქი დავით V (1972-1977წწ.), კარგად დავაკვირდეთ ამ სურათს, რამდენ ჩვენგანს გვაქვს მისი თავმდაბლობის თუნდაც მესამედი?


"ბავშვობაში საითაც არ უნდა გაიხედო,დედის საკინძის ღილი ციმციმებს ყველგან!!!
დედის საკინძის ღილითაა შეკრული ქვეყნის უბე!!!
უფრო სწორად,უნდა იყოს შეკრული..
დღევანდელ ცხოვრებას დედის საკინძის ღილი აკლია სწორედ.."


09.07.2017

კარს აქეთაც და კარს იქითაც ადამიანები არიან..თავიანთი დარდით,სიხარულით,ფიქრებით..კარს აქეთა ადამიანებს იცნობ,ხვდები..კარს იქითა ადამიანებს ჯერ გრძნობ,მერე ცნობ.მერე იმდენად ახლობლები ხდებიან უნახავადაც კი,ხვდები,უკვე გიჭირს მათ გარეშე..მე ერთმანეთზე უკეთესი ასეთი ადამიანები მყავს..შემოვაღებ ამ კარს და ხან ერთს ვკითხულობ,ხან-მეორეს..ჰოდა მეზიდება ეს კარი სულ..მეზიდება ერთმანეთზე უკეთესების,საინტერესოების,ჩემიანების..ხან საშინლად მძიმეების,ხან მსუბუქზე უმსუბუქესების...ჰოდა სანამ ასეთები არიან,ეს უცნაური კარი, კარი რომ ჰქვია,დღეს განსაკუთრებული სიყვარულით უნდა შემოვაღო მათ გამო..


სასაცილოა, როდესაც ადამიანები გეუბნებიან რომ მოენატრე, თუმცა არც არაფერი მოუმოქმედებიათ იმისთვის, რომ ენახე.


19.05.2017

კეთილი კაცი,თუნდაც სხვას ემსახურებოდეს,მაინც თავისუფალია.

ბოროტი კი თუნდაც მეფობდეს,მაინც მონაა, თანაც ისეთი,რომელსაც იმდენი ბატონი ჰყავს რამდენი ვნებაც აქვს.


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta