antares blog

antares
58, Tbilisi, Gruzija

12.11.2008

ქარი დაცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოჰქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...

მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორით-შორად ფიქრით ნარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.

ო, ფიქრებო, მსვლელო ტაძრად,
ო, ქცეულო მტვრად და ნაცრად,
რად მიჰყვებით ასე მკაცრად
ჩამავალ მზეს, ჩამავალს!

გალაკტიონი



იმდენად ალერსიანი იყო ის დილა, იმდენად მოსიყვარულე, როგორც უწინ, ბავშვობისას - თბილი, ბრდღვიალა, მზესავსე. ისეთი სიხარული ვიგრძენი სიგარეტის მოწევაც კი დამავიწყდა... /მ.შ./


ეხლა, გამახსენდა როცა ყოველივე, 
ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის, 
მხოლოდ შენ ანათებ!
ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე
ამის ამხატავი,
ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე 
ამის შემგრძნობელი.
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე 
ამის შემცნობელი.
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება, 
ის, რომ შენ ნანიებ, 
და ის, რომ ანათებ და რომ ვერვინ გხედავს, 
გასაოცარია!
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი, 
ძლიერ საოცია,
გასაოცარია, გასაოცარია!
ის, რომ შენ ანათებ.
ნეტა როგორ ხდება ასეთ სიბნელეში,
ასეთ სიბნელეში, 
შენ ცას რომ ანათებ და შენ ვერვინ გხედავს
და შენ ვერ უგრძნიხართ.
ო, რა მიზეზია, ნეტა გაცოდინა,
ასეთ დაბრმავების,
გასაოცარია, გასაოცარია,
ძლიერ, მეტისმეტად!
ცრემლიც არ არსებობს, ყველა, ყველაფერი
მიდის უდაბნოში.
გასაოცარია, გასაოცარია,
გასაოცარია!
გალაკტიონის, შედარებით, ნაკლებად ცნობილი ერთ-ერთი შედევრი.


 ქალები!... რა ბედენაა? სილამაზე სიზმარივით, გუშინდელ დღესავით ქრება, ერთგულება... საქმეც ეგაა! ან თავქარიანები არიან, რაც აღარ მაინტერესებს, ან ერთგულნი. ისე, ამისთანას კიდევ შეეძლო ჩემი გატაცება, დაინტერესება... მხოლოდ და მხოლოდ როგორც იშვიათობას. ერთგული რომ გამომდგარიყო ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, მაშინ ხომ საკუთარი ექსპერიმენტის მსხვერპლი შევიქმნებოდი: მომიწევდა, მეც მისთვის მიმეძღვნა მთელი ცხოვრება და თუ ვერ გაუძლებდა, ისევ ძველი ამბავი განმეორდებოდა! ს.კირკეგორი.


”დრომ დაჰკრა და გული ამოწვა რას დაეუფლები? მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა მრისხანე ღრუბლები”;
”ვინ მკითხულობს? ვინ დამეძებს? ვის ვუყვარვარ მე! აცრემლებულ თავლთ ვაცეცებ მოდი ხმა გამე”;
”მე გავიარე მანძილი ამა დღისა და ღამისა და შემოვაღე კარები, კარები სახელგამისა”;
”მალე გამოვა ჩემი უზარმაზარი წიგნი”;
”პინამ მინას, მინამ პინას ფულის ნაცვლად ქინა-ქინა უძღვნა შინა!”
”არობელიძე შურათი იწყება ხვალის სურათი, არ მითარგმნია ტოლსტოის ”ომი”, არც ”ხაჯი მურატი”,
მე მხოლოდ მერვე ტომის მსურს მიყვანა კორექტურამდი”;
”ვერ დამაფრთხობთ ელვით, მეხით, მეც მოსკოვში ჩავალ ფეხით”;
”კორექტურა გადავდევი, ზედ დავადე კლიშე, ჰონორარი მიგიღია, აბა დაგვპატიჟე”;
“მე რაღაც იდუმალ მოლოდინს ვუნდები... ირგვლივ ზვირთებია და გემი ”დალანდი” რომლითაც ვბრუნდები”;
”მღელვარებაა გარეთ, თუ სიმშვიდეა შიგნით. ყველგან სადაც კი მიხვალ, უნდა მიხვიდე წიგნით!”;
”უმტკიცეს ბეჭედათ სიტყვა გაითალოს, აქ ნისლი ბეჯითად გადასერილია...”;
”ხმელეთით გინდ ყელს ჩააბი თოკი არ ჩამოგყვება ხომლადში ზოგი, მე და შენ კი ზღვის არ გვეშინია რას იტყვი ამაზე გოგი?”;
”პოეზიაში ფ-ს და ბ-ს აღარ გაარჩევს ბულბული მღერის: სულ ფულ-ფულ-ფული ფულ-ფული”


  






Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta