antares blog

antares
58, Tbilisi, Gruzija


მორიგემ ისე გამოაცხადა
სახელწოდება სადგურის
სადღაც, თითქოს მღეროდა...
არ შემიძლია დავიწყება
მისი თვალების.

ლურჯ ცას
მილეულო კვამლო, 
ეულო, შორეთს მიმავალო კვამლო,
ვის მაგონებ ნეტავ?
ნუთუ საკუთარ თავს მაგონებ?

სახტად დავრჩი
სარკის ფარდულთან...
აი, როგორი ვყოფილვარ მე!
ჩამოძონძილი,
ფერმკრთალი.

ისიკავა ტაკუბოკუ


ბოროტება დაუყოვნებლივ რომ არ ისჯება, ეს მთელი სამყაროს და ცივილიზაციის საფუძველია. რამდენად უცნაურია, ეს ღვთაებრივი პაუზა, რომლის განმავლობაში სულსწრაფი და მოუთმენელი ადამიანები ყველაფერს ანგრევენ უსასრულოდ და ყველაფერს აშენებენ უსასრულოდ, თან ამას განგების უსამართლობას მიაწერენ რაც ძალზე სახალისოა; /მ.შ./


ეხლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანია,
გულში მწუხარებამ ღამე გაათია...
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგავარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ეხლა მხოლოდ სამი იყოს შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის შეიძლება იყოს მესამედი,
მაგრამ გაიხედავ - მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია,
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: ”მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -
რომელი საათია?

გალაკტიონი


17.11.2008

ღმერთო
სახიერო და ძვირუხსენებელო
დაკარგულო
სიცივის უდაბნოებში
ვარსკვლავთა შორის.
მოჰხედე ამ ჩვენს ქვეყანასაც
სადაც სულ მუდამ
თენდება, თენდება, თენდება
და არასოდეს აღარ
გათენდა

გ.კვარაცხელია



ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
რაც დავიწყება გულმა რა ჰგუბოს, -
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.

მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის პირას თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.

მიდიხარ... აღარ დაგემდურება,
არც მიწიერი არც ზეციერი,
ვინა სთქვა შენი უბედურება,
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.

მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს -
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

გალაკტიონი



შენ გუგულიანი საათი გიყიდია,
ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.

საათი გამოხდება, გუგული გამოხტება,
”გუგუს” შესძახებს და ჩემი დღე დამოკლდება.

შენ რა სიცოცხლეო? შენთვის - არაფერი!
შენი გზა ჭრელია, გრძელია საფრენი!

ღამეა, დედამიწა წყვდიადში ჩაძირული,
მიფრინავს სამუდამო ფრენისთვის განწირული.

მე ვგრძნობ ამ გასროლილ პლანეტათ მძვინვარებას,
მე ვგრძნობ სივრცის და დროის მდინარებას.

შენ გუგულიანი საათი გიყიდია,
ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.

მე ყრუდ მოწიკწიკე საათს ვამჯობინებ -
დროის მდინარებას ნაკლებად მაგრძნობინებს.

თენდება. შენ გძინავს. ქვეყანა იფურჩქნება,
ჯართს აჟღრიალებს და ქალაქი იშმუშნება...

თენდება. მეშვიდე საათი გამოხდა,
შენი საათიდან გუგული გამოხტა.

ადექ სიცოცხლეო - ჭრელია აპრილი,

შენი გზა ვრცელია, გრძელია საფრენი!

***

ბედნიერ იყავ ბოლომდის:
თუ ზღვებში დაგაგვიანდეს,
ისეთი ბედი გქონოდეს,
ხმელეთი დანაღვლიანდეს.
გისურვებ ლახვრას ბოროტის,
დიაცისაგან მოლოდინს...
ბედნიერ იყავ ბოლომდის!
ბედნიერ იყავ ბოლომდის!


”სასამართლოში ყრუმ უჩივლა ყრუს. უარესად ყრუ გამოადგათ მოსამართლე, მსჯავრის დამდები. ხუთი თვის ბინის ქირას ითხოვდა - ერთი, ხოლო მეორე, ამტკიცებდა ხორბალს ვფქვავდიო. რა გაჩხუბებთო თქვა მსაჯულმა მიუდგომელმა, თქვენი დედაა და ორივემ უნდა არჩინოთო” - ნიკარქოსი;

P.S. პირდაპირ, ზედგამოჭრილია ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის დასახასიათებლად.


თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ერთ ღერ პაპიროსს.

***
ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილებს
სიბერის დრო აქსოვს.
არ ვემდური სიყმაწვილეს,
ის ხომ კარგად მახსოვს.

სინამდვილეს არ ვემდური,
არ ყოფილა თითქმის,
არყოფილზე საყვედური
არასდროს არ ითქმის.

და არც შიში გაორების
არ მიგვრძნია მწარე...
მე ხომ მთელი გზა ცხოვრების 
ასე გავატარე.

***

 გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწვერვალზე თუ
ჭაობში ეფლობა, -
ერთი ნიშანი აქვს: 
დაუსრულობლობა

გალაკტიონი


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta