harry blog

harry
33, Tbilisi, Gruzija

23.04.2012

მზე ჩაესვენა და დღეც ისე ჩუმად დაბნელდა;
ძალზედ აცივდა და თბილი კერის შოვნაც გაძნელდა;
ეს ზამთარია, შემოდგომა დიდხანს გაგრძელდა,
მუქი ღრუბლები კი დედამიწას ცრემლებს აფრქვევდა.

გარეთ აცივდა და ქუჩა ისე ცარიელია,
თვალებს გაახელ და სათქმელიც არაფერია,
გული გკარნახობს, ჩუმად გკარნახობს შენი მტერია;
ყველგან სიჩუმე და სიბინძურე, არსად გელიან.

უცბად დაჰბერავს ქარი ქუჩას და ხმაურს აჩენს.
არ ვებრალებით- ჩუმად ვიძახით- ბუნების გამჩენს
ის, ვინც ჩვენ დღემდე გვეხმარება და ისევ გვარჩენს.
ცოდვა არაა, ქუჩაში ვინმე ობოლად დაგვრჩეს?!

თუ აიხედავ მშვენებით სავსე ამ ღვთიურ ცაზე,
ნუთუ შეძლებ, რომ ამის შემყურემ იფიქრო სხვაზე;
თეთრი ფიფქები ეცემიან ციდან მიწაზე,
მშვენიერია ხომ ყველაფერი დედამიწაზე?!


21.04.2012

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ძლიერ;
მე უშენობით ვერა ვძლებ წამით,
სულ მაგონდები, სულ მახსენდები,
არ მეძინება არც ერთი ღამით.

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ისე;
არ ყვარებია ჯერ ასე ვინმეს,
დავდივარ, ვზივარ სულ მელანდები
და შორს მივყავარ უსაზღვრო ფიქრებს.

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ უფრო;
ვიდრე გგონია იმაზე მეტად,
ერთი სული მაქვს მინდა ვიცოდე
ნეტავ ვიქნებით ოდესმე ერთად?!

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ შენ მე
ენით ვერ აღვწერ ისე,
ნეტავ შენ გვერდით ვიყო
და მთელ სიცოცხლეს მივცემ.

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ კარგო;
სულ მეყვარები ასე,
თუნდ საუკუნე გავიდეს მთელი
ვერას დამაკლებს მე ტრფობით სავსეს.

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ახლაც,
როცა ამ ლექსს ვწერ მარტო;
შევყურებ მთვარეს, შენ მახსენდები
და სადღაც ლამაზ ოცნებად გნატრობ.


prethodna 1 2 3 sledeća →
Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta