kusa87 blog

kusa87
37, Tbilisi, Gruzija

მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი….. მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!


მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები ოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?


მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია,
იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია.
მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის
და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი.
მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო,
მენატრები და მონატრებით მინდა გატარო.
როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება,
დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად.
მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან,
ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება.
უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები
და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები.
მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ,
როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ........


16.07.2011

თუკი გიყვარვარ და მართლა მე მნატრობ,
მოდი ამ გრძნობას ნურავის გაანდობ,
გინდა ჩაგიკრავ? თანაც გაგათბობ
და ჩემი გულის ნადებს გაგანდობ.
იცი მჭირდები, იცი მაკლიხარ,
ერთი ოცნების დიდი დარდი ხარ,
ჩემი გონების დიდი ფიქრი ხარ,
ნეტავ ვიცოდე დღეს შენ ვისი ხარ?!
მოდი, შეცვალე ჩემი ცხოვრება,
ჩემი გულისთვის შენ ხარ ცხონება,
სულ შენთან არის ჩემი გონება
და აღარ მტანჯავს ის მოგონება.
ერთი პატარა, ციცქნა ცრემლი ვარ,
შენს ლამაზ თვალზე ჩუმად დავდივარ,
რით ვერ გაიგე, უკვე ლანდი ვარ,
უშენოდ ვკვდები, აღარ ვვარგივარ!!!


რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის…


15.07.2011

მე ხომ სავსე ვარ სიცარიელით,
უკვე რამდენი მაქვს არაფერი.
მე ხომ არაფრით მდიდარი ვარ,როცა იელვებს
და როცა შიში სულში ჩუმად მომეფერება.

მე ოაზისში გავაშენე უდაბნო ქვიშის
ცათამბჯენებს კი ვით მირაჟებს უწყე ყურება,
ვარსკვლავიანი ცის დანახვა კვლავ ისევ მაბნევს
და ჩემი ხვედრის ისევ ვიცი მე დაწუნება..

ვუყურებ ღრუბელს,როგორც ჩემ დზველ,ფუმფულა საბანს.
ბავშვობაში რომ მიხაროდა მის ქვეს ჩამალვა..
დღეს კი ამ სხეულს,_გარეცხილს და მაინც დასაბანს
სულის ღრურბლების ნაფლეთების ქულებით ვმოსავ..

აღარ ვარ უკვე ის არსება,რომელიც ადრე,
ცივ ოცნებებში ნეტარებით დასეირნობდა,
ჩუმი მორევი უფსკრულსიკენ ისე მიმათრევს,
რომ მავიწყდება ამ მორევის არარსებობა..

აი,შემხედე!!
საკუთარ თავს მე ვერჩი მხოლოდ.
თუმც,რას შემხედავ_
მხოლოდ ჩვენღა დავრჩით მარტონი..
მაგრამ იმდენი არაფერჯერ მაქვს არაფერი..
ასე მგონია,რომ ყველაფრის მე ვარ პატრონი...


შენ ამბობ: სველი ფოთლები სცვივაო დღეებს,
მე გეუბნები: მაწვიმს,
შენ ამბობ: სიჩუმე ჩემი სიმშვიდეაო,
მე კი ეს სიმშვიდე დამღლის.
ფართოდ გახელილ თვალის გუგებში
თეთრი მარგალიტი ბრწყინავს....
და ვამბობ: სველ ფოთლებად სცვივაო თვეებს
უშენო დღეების წვიმა.


თვალცრემლიანი,ჩუმად ვდგავარ და
საკუთარ გრძნობებს ვეთამაშები,
ახლაღა ვხვდები,ჩემი ოცნება
ხელოვნურად რომ იყო ნაშენი.

წადი,დამტოვე და გაპატიებ,
დღეს მომავალი წარსულში ვცვალე,
თვითონაც იცი,რომ პატიება,
განაჩენია ყველაზე მწარე.

გზა,სიყვარულის გადასარჩენად,
ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს,
ნუღარ მისურვებ ბედნიერებას,
ბედნიერება მე შენში დამრჩა..


არ დაიჯერო თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით ,
შენ ხომ ჩემში ხარ როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა?
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს?
რად ვერ ამჩნევენ რომ მუდამ, ყველგან
შენი თვალები დააქვს ჩემს თვალებს?
როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად
და გულში დარდებს იკლავს გიჟივით, სასაცილოა რად ვერ შენიშნეს
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
საკვირველია, როდესაც ვტირი,
ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ,
მე შენი სული დამაქვს სხეულით,
შენ ჩემში ცოცხლობ...
მუდამ ორნი ვართ...


06.10.2010

იცი, ტყუილში რომ ვერ ვცხოვრობ,
ვერ ვსუნთქავ, ვერ ვარ…
მინდა მიშველო შენი ყოფნით,
ჩემში გადმოსვლით,
სხვა სიცოცხლეში არ წახვიდე,
იყავი ჩემთთან,
იყავი ჩემი თუნდაც წამით,
თუნდაც უხეში…
რომ შენს თვალებში წავიკითხო
ულევი ვნება…
და მარცვალ-მარცვალ ჩამიბნიე
სურვილი შენი,
შემოდი ჩემში,
დაიკავე ნაცემი სივრცე,
შემავსე ისევ ცარიელი,
ნუ დამშორდები…
გამითავისე სინამდვილით,
შემინარჩუნე…
უშენოდ იცი, რომ ვინგრევი?
ვერ ვსუნთქავ, ვერ ვარ…


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta