ta-mu- blog

ta-mu-
35, Tbilisi, Gruzija

15.12.2013

ძალიან არ მომწონს ადამიანები, რომლებსაც თავი სხაზე მეტი ჰგონიათ. სულ მინდა ლარი მავაწოდო სიტყვებით- ,,შენ ფასს რომ მიხვდები ხურდა დამიბრუნე".


14.12.2011

მინდა, გარდაქმნა და მერქვას ევა,

თუნდაც მიწოდოს მოდგმამ მაცდური,

მინდა, იგემო ცოდვის ნაყოფი-

ვაშლი, სიმწიფით ალგადაკრული.

მინდა, ფოთლებით ფარავდე სხეულს,

მინდა, გეხვიოს ჯოჯოხეთური

ვნება, სირცხვილში ნამზეურები,

ვნება, სიგიჟედ გადაქცეული.

მინდა, მე ვიყო ის ერთადერთი,

მინდა, გიჩენდე კაენს და აბელს,

მინდა, ვიწვნიოთ ის ოფლის წვეთი,

რასაც თამამი ნაბიჯი გვარგებს.

მინდა, არ მოკვდეს ხატება შენში

ძლიერი ქალის და სუსტი სქესის,

მინდა, შენ მედგე გვერდით მახვილად,

მინდა, მატარო ღრუბლებში ხელით.

მინდა, შენ აგო პასუხი ღმერთთან,

რომ სულსწრაფობით ღირსებას სძლიე,

რომ დაგიმონა ქალის მაცდურმა

სიტყვამ და ფეხქვეშ რომ გაეფინე.

მინდა, თებერვლის სუსხიან ღამეს

მეხუროს შენი უხეში შალი,

შენ კი გტანჯავდეს ყინვა, სიცივე,

იცოდე ჩემი მკლავების ფასი.

მინდა, ხედავდე ყოველდღე სიზმრად,

როგორ მივყავარ ჩალებში სიკვდილს,

როგორ გიწყდება კივილით ხმა და

როცა ვერ მშველი, ბავშვივით ტირი.

მინდა, გტკიოდეს ყველა შეხვედრა

და კიდევ უფრო გტკიოდეს წასვლა,

ჩემთვის…


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta