ne-o-ni blog

ne-o-ni
33, Tbilisi, Gruzija

რთულია ცხოვრება და უფრო ვართულებთ, როდესაც ჩვენს შორის მანკიერი ტვისებების მქონე ადამიანებს ვიტანთ, მეტიც ვახალისებთ მათ სულმდაბალ ქცევებს, რასაა რომ გაჰკივიან სასოწარფკვეთილი დიასახლისებივით, ჩემი სხეული მე მეკუთვნისო,ამათმა საქართველოს კანონები საერთოდ წაიკითხეს როდისმე? თვითმკვლელობის მცდელობა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, მაშ ასე თუ მივუდგებით საკითხს, ყოველ წამლის ზედმეტ მოსვლაზე საავადმყოფოში მიყვანილებს უნდა აჯარიმებდნენ, ამ კანონის უგულებელყოფა რატომ ხდება?მეტიც ბარიგებს თავისუფლებაო, რავიცი საქართველოს რუსეთისაგან თავისუფლებაო მაგას არავინ გაჰკივის, რატომ?იმიტომ რომ იქ არავინ აფინანსებთ, იქ წამლის გასაღებით ფულს ვერ მოხვეტავენ, იქ ერის გადაგვარებას ვერ იქადაგებენ. ერის განადგურება და გახრწნა, ზუსტად ნარკოდამოკიდებულებას მოაქვს, როცა ადამიანი ადამიანს არ გაქვს, გამოდის თვაისი შინაგანიდან და უბრალოდ, ტიპიურ…


სიზმრებს გავატანე რაც მქონდა გულში
სულს ძლივს ვითქვამდი ჯერ კიდევ გუშინ
მაგრამ შეიცვალა უკუღმა ყველაფერი
შენ ვერ გამიგე ვერაფერი... ნუთი ასეთი ძნელია,გიყვარდეს
რთულია?სხვისი გული რომ გიძახდეს?

რა იქნება ნატვრა ახდეს
სხვისი იყო?ჩემი გახდეს
ბოროტი ზრახვები წახდეს...
რა მოთმინებით ვუცდი ამ დღეს
ეს გული თუ გაუძლებს ამდენს
ჩემი ყურადღება შენში არაფერს ახდენს?
არ მინდა ეს გრძნობა ჩაქრეს
და რა მოხდება თუკი ჩაჭრეს...
ვინ შეავსებს ჩემს გულში ჭდეს
ვინღა შეამჩნევს სულის შრეს?
ვის არ მოვაბეზრებ თავს?
ვინღა მოისმენს ჩემს ლაქლაქს?
დღითიდღე ვემსგავსები თავთავს
აქამდე უცნობი გრძნობით დახუნძლული
ვისთვის მწიფდება ნორჩად აბუზული
უცბად ვიღვიძებ ალბათ გალუმპული...


კიდევ ერთი დღე მიილია უშენოდ
ისევ დაღამდა რაღაცნაირად უშნოდ
ვინ გაიგებს ჩემს განცდას
რა აზრი აქვს უშედეგო ცდას

ღამეა ჩუმი და თალხი
სოფლად მიჩუმდა ხალხი
იძინებენ ჟღურტულობენ ჩიტები
შენ მაწია ბარტყო როდის წამოიჩიტები?

დავრჩი მარტო გარინდებით
თქვენ ჩიტებო, გაფრინდებით?
გონებით გავყვები გზას
ერთ კონად შევკრავ ბზას

რა კარგია სხვაგან წასვლა
ანდა მაღლა მთაზე ასვლა
გაექეცი სულ ყველაფერს
ვეღარ იგრძნობ ვერც ვერაფერს

დასრულდა,აღარ ვაპირებ მოცდას
არ შევუშინდები არც ერთ გამოცდას
მორჩა დამთავრდა იმედგაცრუება
ვერ უნდა მაჯობონ ფლიდებმა-ცრუებმა

მე არ დავაკლებ არანაირ მცდელობას
ვიცი გამოიწვევს ხალხში მსჯელობას
ყველამ თავისი სათქმელი თქვას
მხოლოდ სხვებს ნუ ვესვრით ქვას.


არ გირჩევ გაექცე ბედს
არ გირჩევ გადაჰყვე ერთს
არ გირჩევ გაექცე რეალობას
არ გირჩევ გაემიჯნო მეგობრობას

არ გირჩევ გადაჰყვე ვინმეს
არ გირჩევ დაემსგავსო მღვიმეს
არ გირჩევ ზემოდან უყურო სხვას
არ გირჩევ ებრძოლო აღელვებულ ზღვას

არ გირჩევ იფიქრო ყოველთვის გონებით
არ გირჩევ შეაფასო ადმიანი ქონებით
არ გირჩევ მოეროდო სხვებს
არ გირჩევ დაემალო სხივებს

არ გირჩევ გახდე ამპარტავანი
არ გირჩევ განსაჯო მამათმავალი

ნუ დადებ სიცოცხლეს სასწორზე
ნუ იფიქრებ ერთდროულად ორზე
ნუ დაიწყებ დაკარგულის ძებნას
ნუ შეეწინააღმდეგები განგებას

ნუ გამოეყოფი საზოგადოებას
ნუ შეეგუები სრულ განმარტოებას
ნუ გაუშტერებ თვალს ხედს
ნუ ეკამათები ყბედს

ნუ ჩაერევი უცნობის საქმეში
ნუ გაემგზავრები უკუნეთ ღამეში
ნუ იამაყებ ნაცნობის ღირსებით
ნუ დაეჩვევი მოქმედებას წესებით
ნუ ითამაშებ სხვების ცხოვრებით
ნუ ივლი უაზრო ზმორებით


და როდის ვიქნები დიდი?
მე ხომ არასდროს ვარ მშვიდი
ეს ემოცია მაღელვებს მუდმ
რა უნდა დამაკლოს მათხოვრის ხურდამ
ნაზი რიტმები ,სულის ფიქრები
ერთ ადამიანს უპყრია მოწიწებით
ის თუ კარგადაა თანდათან ვმშვიდდები
გულს უხარია ზამთარი ფიფქებით
მისი სიძლიერე როგორც ხუნდები
ტანს მეკვრის,უეცარ ჩაფიქრებით
ისევ ბავშვობაში ვბრუნდები
მისი დარიგება მოფერებით
ისე მაძლიერებს უმალ ვიზრდები
მისი სიახლოვით,მისი ყურებით
ვხვდები აღარაფერს შევუშინდები
ალბათ იკითხვთ ნეტავ ვინ არისო?
სიცოცხლე სიხარულით ვინ ამივსო?
ვინ ამამაღლა და ვინ ჩამაცხრო
სიცოცხლეს მაზიარა,მადლი მცხო
ეს ადამიანი ერთადერთია
ის ჩემთვის ქალღმერთია
ცხოვრების ხერხია
სიცოცხლის აზრი
ყოველდღიური ჩარხი
მომავლის არსი
და აწმყოს ფასი
ვერ შემაშინებს რაიმე ფარსი
არ ღირს დაკარგვა წამის
გაფანტე მოჩვენება ღამის
მომიახლოვდი დედა
საცაა დამეცეს ბნედა
მაღლა მერცხალ ფრენდა
მე სევ გელოდი შენ და
ჩვენი ბუდეც აშენდა
შენით რა რიგ დამშვენდა

მოიშორე უღიმღამო სევდა
მომავალი წარსულის კვალს ხევდა
აი გახედე,გათენდა
მერე და როგორი დილაა
ჩემი სულის წამალი…



05.07.2013

ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე…


სააქაო ცხოვრება დიდად აღარ მედარდება
ახლა უკვე მომავალი მკაფიოდ მესახება
შენი სახე ცის კიდეზე ეხატება
დიახ,ის ხარ ვინც უსაზღვროდ მეყვარება
მაგრამ,ყოველთვის არსებობს სირთულე
მათოვს გრძნობების უსაშველო სისრულე
თუ ჭკუას დავკარგავ,უჩემოდ იფიქრე
ძილის წინ ლამპარი,უხმოდ ჩამიქრე
მარტო დარჩენის შიში გამიქრე
შენი თავი მაჩუქე,დამასაჩუქრე
მინდა მოგიძღვნა ჩემი ემოცია
რომელნიც არასდროს გადმომიცია
მანძილი გვაშორებს შორიდან გნატრობ
დიდხანს დაგიცდი არ გინდა,ნუ ჩქარობ
აქ არ ხარ?ჩემს გულში მაინც ხარობ,
ყოველ წამს,ყოველ წუთს გნატრობ.


კრძალვით გამოგხედავ,არ ვიცი შამჩნევ?
ერთი კი ცხადია შენს გარდა ვერვის ვარჩევ
დღეები მიდიან,უტყვი ტენდენცია
ჩემი სიყვარული ყველაზე მეტია
ჩემთვის მიყვარხარ,მალულად გულში
ნეტავ მაცოდინა მოგწონდი გუშინ?



შორიდან გიმზერ,გიყურებ გხედავ
შენთან მოახლოებას ვერადროს ვბედავ
მინდა მიყვარდე ჩუმად,მალულად
შენთვის ვლოცულობდე მუდამ კრძალულად

არ ვიცი ეს გრძნობა როდემდე გასტანს
როცა დაგინახავ,ვნატრობ იმ წუთს
მოხვალ და მეტყვი რა გტანჯავს
უხმოდ მითანაგრძნობ,გამითბობ ტანს.

ერთად თუ ვიქნებით ოცნებებს ავიხდენთ
კენტად მოარულნი არაფერს წარმოვადგენთ.
სიცოცხლე ხალისით ივსება მაშინ
როცა ორი გული ერთდება ცაში.


Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta