დე იცი?
33, Tbilisi, Gruzija

დე იცი??? ტკივილი არ ქრება...
სხეულებს გაყინულსარ შველის ღუმელი...
იცი? რომ (ღარიბად) ჩაცმულმა ხეებმა,
მოიხმეს აპრილი,
და წვიმის სურნელი....
დე იცი??? მეც მტკივა (ხანდახან)

ტკივილი მაციებს, სულის და სხეულის..
გამყიდეს კაპიკად, არა მაქვს შენდობა,
არა მაქვს ბრალი და არავინ მენდობა...
დე იცი? ზამთარი რომ წავა...
გაზაფხულს მოიყვანს უფალი მალევე..
გაივლის ვიღაცის ნაბიჯი მშრალ თოვლზე..
წვიმები წაშლიან ნაკვლავეს მიწაზე..
დე იცი? ვოცნებობ ხანდახან..
შვებას მგვრის სიჩუმე და მთვარის სინაზე..
ვოცნებობ იმაზე, რომ კიდევ მოვიდეს,
ზამთარი, ზაფხული.. ვიღაცის ჯინაზე...
მოვიდეს ზამტარი, არ ვჩივი რომ მერჩის..
იქნება მე ვიყო.. მორიგი ის მგზავრი..
ვინც თოვლზე ნაბიჯებს დატოვებს ამაყად..
ვინც ცრემლით გადაშლის ფეხის კვალს ხანდახან...
დე იცი? ვორჭოფობ ზოგჯერ და არ ვიცი
სიცოცხლე ღირდა თუ არ ღირდა..
შემდეგ კი გავყურებ ნაწვიმარ ბილიკებს..
და ვამბობ ამაყად რომ ღირდა.. რომ მინდა....
უბრალოდ არ მესმის სამყაროს იდეა...
ვხედავ რომ მყიდიან.. მტკენენ და მიდიან..
დე იცი? ტკივილი არ ქრება..
სხეულებს გაყინულს არ შველის ღუმელი..
ღარიბი ხეების ტკივილის სანაცვლოდ გაზაფხულს მოიყვანს..
მალევე უფალი...

52 pregleda
 
Komentari
Archil 12.08.2016

adamians roca rame tkiva da deda ro axsendeba yoveltvis da mere zogierti dedas upatronota tavhsesafarshi chaabarebs. guli mewvis xolme msgavs situaciebs ro vismen, vayeneb xolme chems dedas sxvis adgilas da guli mekumsheba !

kimote1 13.08.2016

(6)

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta