არა მაქვს აწმყო, არც წარსული, არც მომავალი
54, Tbilisi, Gruzija

არა მაქვს აწმყო, არც წარსული, არც მომავალი,
ჩემი ცხოვრება თითქოს დრაკონს გადაუყლაპავს...
და სულში, როგორც მოდებული ველებს ხანძარი,
რაღაც ბობოქრობს და მტერივით მითვლის მუქარას!!!
სიცოცხლეს ყელში გავჩხერივარ, არც მკლავს, არც მარჩენს,
წინ ყრუ კედელი ამართულა აუღებელი...
ბედი თავისი ბრმა თვალებით შემომანათებს,
ბედი ველური ულაყივით გაუხედნელი...
მე რაც გავეცი, არაფერიც არ დამიბრუნდა,
ვის რა მოვკითხო, ან ვის ვენდო, ვის დავუჯერო?..
დაბადებიდან აზვირთებულ ზღვაში მივცურავ,
და ყველგან დამდევს ბედი ჩემი, ცხენი უბელო...
არა მაქვს აწმყო, არც წარსული, არც მომავალი,
ეს ბედი ჩემი მიმაქროლებს, მიმაჭიხვინებს...
და არსაიდან, არსაიდან, არსად არავინ,
არ შემიბრალებს და რომც მოვკვდე არ დამიტირებს!!!

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta