პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ
54, Tbilisi, Gruzija

პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ

პოლ ბრეგი იყო კაცი ჯანმრთელობა, კაცი სიჯანსაღე, კაცი უკვდავება და მარადისობა :) ის 90 წლის ასაკში ყოველდღე დარბოდა ხუთკილომეტრიან დისტანციაზე, ვარჯიშობდა ჰანტელებით, მოგზაურობდა ბევრს და კითხულობდა ლექციებს. ,,96 წლის ბრეგი წყლის თხილამურზე სრიალისას დაიღუპა: აზვირთებულმა ტალღამ ჩაითრია და ტრაგიკულად დაუსრულა სიცოცხლე… სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და რომ არა ეს შემთხვევა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა”…

მგონი საინტერესოა ხო? ხოდა როგორც მკითხველზე მწურნველი ბლოგერი :) შემოგთავაზებთ პოლ ბრეგის მენიუს 3 სახეობას, გამოიკვებეთ ისე როგორც პოლი გვირჩევს და იქნებ 96 წელსაც გადაცდეთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ +1 გარემოება გვიწყობს ხელს – ბრეგმა ხომ არაფერი იცოდა მაწვნის არსებობის შესახებ? ჩვენთან კი ამბობენ ვინც მაწონს ჭამს 100 წელს იცოცხლებსო :) მოკლედ ყველა პირობა გაქვთ და აბა თქვენ იცით ;)

მენიუ №1

ს ა უ ზ მ ე

რომელიმე ახალი ხილისგან დამზადებული კერძი, თაფლწასმული უხეში დაფქვის პური, ყავის შემცვლელი ან ბალახის ჩაი თაფლით შემტკბარი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, ხორცის, თევზის ან ფრინველის კერძი (მოხარშული, შებრაწული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტაფაზე შემწვარი), ერთი ან ორი ცალი მოხარშული ბოსტნეული, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

უმი ბოსტნეულის ან ახალი ხილის სალათა, საჰაერო ღუმელში შემწვარი ან მოხარშული ბოსტნეული, დესერტად ახალი ხილი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

მენიუ №2

ს ა უ ზ მ ე

ახალი ხილი ან ჩირი, მაგრად მოხარშული 1 კვერცხი, უხეში დაფქვის 2 ნაჭერი გამხმარი პური, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, საჰაერო ღუმელში შემწვარი საქონლის ხორცი, ორთქლზე დამზადებული პიურე; მოხარშული მწვანე ლობიო, ვაშლის პიურე თაფლით შემტკბარი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

ავოკადოს, პომიდვრის, კიტრის, ჭარხლის სალათა ლიმნით, ზეთით ან მაიონეზით შეზავებული; მწვანე წიწაკა მუქი ბრინჯით დატენილი; ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული, ახალი ფინიკი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

მენიუ №3

ს ა უ ზ მ ე

ახალი ან ჩაშუშული ხილი, თაფლწასმული ქატოს ფუნთუშა, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, ჭყინტი სიმინდი, საჰაერო ღუმელში შემწვარი კარტოფილი და ვაშლი დესერტად, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

უმი ბოსტნეულის ან ახალი ხილის სალათა; ხორცის, თევზის ან ფრინველის ნებისმიერი კერძი, შემწვარი ან მოხარშული კვერცხი; ბადრიჯანი, მწვანე მდოგვი, მოხარშული პომიდორი. დესერტად ახალი ხილი; ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ბოლოს კი პოლ ბრეგის დიეტა:

  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ცალი ლიმონი

უნდა გავხსნათ 3 ლიტრ გადადუღებულ წყალში და მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში.

ეს არის შლაკებისაგან გამწმენდი დიეტა და შეგიძლიათ გაიმეოროთ 2-3 დღეში ერთხელ.

ორგანიზმს არ ვნებს და სრულიად უსაფრთხოა. თუ ალერგიულები ხართ შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ გადადუღებული წყალი.

4 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta