და თუ მონატრებას ვეღარ გავუძელი
54, Tbilisi, Gruzija

და თუ მონატრებას ვეღარ გავუძელი,
დავტოვებ ქუჩებს, წვიმიან დღეებს,
შემოდგომაზე გაძარცულ ხეებს
და მოვალ შენთან.:-)

და თუ დაბნელდა ირგვლივ ნათელი,
თუ მხოლოდ წვიმა იცეკვებს კართან,
მე მოვალ შენთან.

თუ დამიძახებ სიზმარშიც, ცხადშიც,
:-) თუ დაგეღლება მზერა შორეული,
ფიქრის ბაღს თუ შერჩი სევდამორეული,
მე მოვალ შენთან.

მე მოვალ შენთან, როგორც მთვარის სხივი,
გულზე დაბნეული ლურჯი ყვავილებით,
როგორც ცვარის მძივი, როგორც ქარის ქროლვა,:-)
სითბოგარეული სუნთქვა და თრთოლვა.

მხოლოდ მომინატრე, როგორც გაზაფხული,
როგორც დაჭერილი ჩიტი დაზაფრული,
ფიქრი შორეული, ფიქრი დაღალული
:-) და... მოვალ შენთან...

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta