03.09.2015
 * * *
60, Tbilisi, Gruzija

ჩემი ცხოვრების ირონია გულს ვერ მომიკლავს,
სასოწარკვეთას ვერასოდროს გავითავისებ.
მე სიყვარულის ძიებაში მწვერვალს მივწვდები,
მერე კი შეშლილ, ზღვის ტალღებსაც გავინაპირებ,
ვერავინ შეძლებს, რომ მომარგოს სადავეები,
რადგან სიცოცხლეს, მონობაში სულ არ ვაპირებ,
გაუხედნავი ულაყივით, სული ხელდება
და ვერც ვერავინ, ვერასოდეს ვერ შემაშინებს.
ტკივილითა და სიყვარულით, ვგრძნობ ცოცხალი ვარ,
არსებობისთვის ვერ ვიმეტებ სულის ნაპირებს,
ვენებგადახსნილს, სიყვარული, ისევ მწყურია
და არ მაღელვებს, ბევრი, ამას თუ ვერ გამიგებს,
შემოვიძარცვავ ჩამოძენძილ უდღეურ სამოსს,
მერე კი, ჩემს გულს შეშლილი ზღვა მოინადირებს,
თვალებს ვხუჭავ და ამ სიგიჟეს სულით ვეხები,
მე, სიყვარულის ნეტარებით, შეშლას ვაპირებ ...

50 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta