ლურჯი იებით მოფენილი ჩემი სამყარო
63, Tbilisi, Gruzija

მომნატრებია გაზაფხულის ნაზი სურნელი,

აფეთქებული,აყვავებული ჩემი მიდამო,

ნაზი სურნელი,ცის სილაჟვარდე,

სხივით გამთბარი ჩემი სამყარო,

წვიმამ დაადნო ხეებზე კვირტი,

დაეკარგება სილამაზე ყველა საღამოს,

იასამანთა ხეივანში ლაღი სიცილი,

და ერთი სტყვა

––მე შენ მიყვარხარ ჩემო ლამაზო,

მომნატრებია ის გაზაფხული,

ნაზი სურნელი,ტკბილი საღამო,

ყვავილნარიდან მომზირალი,

თვალები ლურჯი,

ლურჯი იებით მოფენილი ჩემი სამყარო.

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta