29.04.2012
***
33, Tbilisi, Gruzija

მოხვედი ისე, როგორც ყვავილი,
როგორც მთვარე და მისი ნაწილი;
თან მოიყოლე მშვენება ვარდის
და დამიტოვე მე გრძნობა დარდის.
სიცოცხლით სავსე შენმა თვალებმა
მე შთამაგონეს ულევი ძალა;
ნუთუ არასდროს განმეორდები;
ნუთუ დამთავრდა მორჩა და გაქრა.
შენი ტუჩები, შენი თვალები
და საოცარი სინაზე თმების,
კვლავ მაგონდება როცა თვალს ვხუჭავ
და წამი მიდგას მე მხოლოდ შვების.
დამნაშავენ ვარ ესეც ვიცი
მიმიძღვის ბრალი,
ყველაფერს ვხდები რაღა გითხრა
მედება ალი;
ჩემი ცხოვრების ერთო იმედო,
ნაზო ფიფქივით თეთრი თოვლისა,
წავიდა ის დრო, გაქრა, გაფრინდა
და დამრჩა წამი მხოლოდ გლოვისა.
შენა ხარ მზეო არსი ცხოვრების,
შენა ხარ ქარი ჩემი ზურგისა,
შენ ხარ დიადი და უსასრულო,
დამტყვევებელი ჩემი გულისა,
შენ ხარ ჰაერი რომელსაც ვსუნთქავ
და წყარო რითაც დღეს ვიკლავ წყურვილს,
შენ ხარ ის საზრდო, რომელიც მკვებავს
და მიჩენს კიდევ სიცოცხლის სურვილს.
თუმცა არასდროს განმეორდები;
შენ საოცრებით სავსე ვარსკვლავო;
მხოლოდ წამიერ მწარე ფიქრებში
მომაგონდები რაღა დავმალო;
ვიცი ეს ტანჯვა ბოლოს მომიღებს,
ვიცი არასდროს დამავიწყდები,
მაგრამ რას ვიზამ ასე ყოფილა,
ვერა ვერასდროს ვეღარ მოგწვდები.

48 pregleda
 
Komentari
ნინო123 06.08.2013

magariaaa momecona magrad

babulina 06.09.2013

შენ ხარ ჰაერი,რომელსაც ვსუნთქავ...

magradze 06.09.2013

ar vıcı zmao es leksı shenı dacerıalıa tu ara da arc arıs gasakvırı rom shenı dacerılı ıyos mara mında gıtxra rom martla ulıeresı leksıa raaa ulamazesı sıtyvebıt da ravı enıt auxcerelı ram arıs chaksovılı am lekshı. gaıxare brat da amse gaazele kaıa saxor zmao . :)

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta