21.04.2012
***
33, Tbilisi, Gruzija

იყო დრო ოდეს გმირები იბადებოდნენ ამ ქვეყნად ჩვენსა,
რომ ერთი მოსმით ყოველთვის ანადგურებდნენ ბოროტსა ბნელსა,
იყო დრო როცა გმირობა გულის სილაჩრეს ჩრდილავდა,
რომ თურმე ქვეყნის ტკივილით გმირისა გული გმინავდა,
მაგრამ სადაა ის დრო და ახლა სადაა ის გმირი,
რომ ერთი მოსმიდ ხელად ქმნას და განაქარვოს მან ჭირი.
თურმე ის უკვე მომკვდარა აღარ არსებობს ამ ქვეყნად,
ამიტომაა, რომ სოფლად ბოროტი მეფობს, თან მკვეთრად.
იყო დრო, როცა დიდების წყარო დიოდა უწყვეტად;
ჩვენი სახელიც მტერთათვის პირსა ვერ იყო უთქმელად,
დრო დავითის და თამარის, ერეკლეს- პატარა კახისა,
როს ისჯებოდა ყოველი, მქნელი ბოროტის ავისა,
მაგრამ არაა ის დრო და ახლა სადაა ის ჟამი;
წავიდა გაქრა გაფრინდა და დაგგვიტოვა მან კვალი.
თითქოს ერთბაშად ქარებმა დაჰბერეს მიწას ყივილით
და შვილთა სისხლი დედებმაც მტერს გააყოლეს ტირილით;
მათ უკვდავება შესძინეს თვისთა სახელსა დიდებით,
ჩვენ კი მათისა სახელის მუდამ მთქმელები ვიქნებით!
და ვიამაყებთ იმით. რომ იბადებოდა ილია;
ის უგვირგვინო მეფე და დღესაც უკვდავი გმირია,
მაგრამ სადაა ილია, დავითი, ვახტანგ, თამარი
ნუთუ ერეკლე, გიორგი ან სააკაძე არ არის?!
დღეს ყოველივე გამქრალა აღარ არსებობს ამ ქვეყნად,
თურმე ბოროტი სდგომია კეთილსა კარგისა მრჩევლად.
დღეს ყველაფერი ასეა, აღარ არსებობს რაც იყო,
ქართველთა გული გონება ვაი ორად გაიყო;
გულს ერთი უნდა, გონსა სხვა მუდამ მტრობაში არიან;
მათი ქიშპობა გრძელდება უკვე რამდენი ხანია.
მჯერა დრო მოვა დიდების წყარო აღსდგება მიწიდან
და დიდი გმირი ქვეყანას მოევლინება ღვთისაგან.

25 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta