16.07.2015
***
33, Tbilisi, Gruzija

იცი რა მიყვარს? როცა თეთრი ქუდი გახურავს, როცა მიმტკიცებ ორჯერ ორი რომ არის ხუთი, კიდევ იცი რა? როცა ქარში როგორც ბეღურა იბუზები და იმიზეზებ, რომ ჩაგიხუტო. იცი რა მიყვარს? ბავშვივით რომ აცანცარდები და დახტუნაობ, რომ იციან დილით ჩიტებმა, ისე და მერე პატარაზე როცა ბრაზდები, როცა იცინი, როცა ლოყა ჩაგეჩხვლიტება. იცი რა მიყვარს? როცა იცი მართალი არ ხარ და მედავები, სულში ბოლო სუნთქვამდე ძვრები, საკმარისია გითხრა მერე როგორ მიყვარხარ და გაჩუმდები და ორივე მართალი ვრჩებით. ახლა? რა გითხრა, დრო გავიდა, მართლაც და ბევრი, მე აღარ ვიცი, თუ რა ფერის ქუდი გახურავს, ქარში კი ისევ ჩახუტების ჩვევა მაქვს ძველი და სხეულს ვათბობ ვისიც შემრჩა, ანუ საკუთარს. დავიმეგობრე ახლა ქარი, ლოთი და ხეტი, დავდივარ მარტო, ხან დილამდე და შენ არ იცი, როდესაც ვხედავ სიცილისგან ლოყა დაჩხვლეტილს, როგორ ვმწარდები, როგორ მტკივა, როგორ განვიცდი. თოვს, ზოგჯერ სულში სიცივეა, განცდები ბარდნის,
გამოიდარებს... შემდეგ ჩემი თავისვე რჩევით - საკმარისია გავიხსენო, როგორ მიყვარდი
და მერე ყველა ჩემს ტკივილთან მართალი ვრჩები... იცი რა მტკივა...?

91 pregleda
 
Komentari
Natalia 20.11.2017

იცი რა მიყვარს? როცა იცი მართალი არ ხარ და მედავები, სულში ბოლო სუნთქვამდე ძვრები, საკმარისია გითხრა მერე როგორ მიყვარხარ და გაჩუმდები და ორივე მართალი ვრჩებით.

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta