20.04.2012
***
33, Tbilisi, Gruzija

მე შენში ვხედავ ქალურ ვნებას, მეც მიდუღს სისხლი,
შენი თვალები ცეცხლებრ მგზნებარე მათრობს და მკვებავს,
რომანტიკაა თუ რომანტიკის სიგიჟე დიდი,
რომ დაგინახავ. თითქოს, მაშინვე ეს გული ღელავს.

ვეღარ გავიგე, საოცრებაა სურნელი შენი.
გიყურებ, მზერა მათრობს მე მწველი, მიმონებს ძალა,
ძალა უცნობი და საუცხოო ძლიერი სენით
და შენში არის რაღაც ისეთი რომ ელავს მარად.

ეს ჩაუმქრალი ვარსკვლავია თუ რაღაც სულ სხვა?!
ან მე ვგიჟდები და მელანდება ჩლუნგდება გონი,
ერთი მითხარი- ვინ ხარ?! რა ხარ?! რა საოცრება?!
რომ ამ ქვეყნიურს ვერ მიგაკუთნებ არა ხარ მგონი.

ო, საუბარი, შენი მანერაც ერთმანეთს ერწყმის;
მათი ტანდემი საოცრების მაგონებს ზღაპარს.
ასეთი ნაზი, ტკბილი არსება ზეცას რომ ერთვის;
როგორ ახერხებს დაემსგავსოს მდუღარე მაჭარს?!

საოცრება ხარ, საოცრებათა შორის მწვერვალზე,
ვერ შეგედრება შენ ვერარა, შენა ხარ ერთი;
ის ერთადერთი კაცთა მოდგმის უცხო ფერია,
რომ არ უნახავს ჯერ არავის, არცა სმენია.

38 pregleda
 
Komentari
მია 20.04.2012

*YES* *YES*

harry harry 20.04.2012

:):):)

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta