როგორ აუტანლად
მენარტები...
როგორ
გაუძლებლად მყვარებიხარ!
საწერ მაგიდაზე ქაღალდები,
სადღაც ორი სიტყვით
დამცდენიხარ...
მაინც აღარ ვიცი
რა ვინატრო,
რაღაც
სიყვარულში ვერ ვივარგე...
წიგნში ჩადებული სანიშნივით
სადღაც შუა გვერდზე
დავიკარგე...
გარეთ წვიმაა და
სამხილს აქრობს...
(ქვებზე
სველდებიან ქაღალდები)
როგორ გაუძლებლად
მყვარებიხარ...
როგორ
აუტანლად მენატრები....
Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!