20.08.2014
.......
39, Florence, Italija

როცა დახუჭავ შენს ლამაზ თვალებს,

რომ დამინახავ მე შენს აჩრდილად,
დახრი წამწამებს, მაგ ლამაზ თვალებს,
დახრი და იტყვი მე შენთან მინდა...
როცა სურვილი გაგიმძაფრდება
და როცა გრძნობა დაიწყებს დუღილს,
იტყვი სიცოცხლე მომბეზრდა ასე,
მეტყვი ეგ მხოლოდ შენსგულში მინდა...
და მე როდესაც შენ გაგცემ პასუხს,
როდესაც გული დაიწყებს თრთოლვას,
ვიტყვი შენს სახელს, შენ დაგიძახებ,
და ვიტყვი ყოფნა მეც შენთან მინდა...
როს აირევა ეგ არე–მარე,
რომ დაიწყებენ ქალები ჭორვას,
ვიტყვი შენს სახელს, შენ დაგიძახებ
და ვიტყვი კარგო მეც შენთან მინდა...
მაშინ ახდება ოცნება გულში,
აგვიფრინდება ქარში პეპელა,
შენ კი ჩამიკრავ შენს ძლიერ გულში
და მეტყვი ძლიერ გეფერო მინდა...
წამოცვივდება ჩემს თვალებს ცრემლი,
ცრემლი სიცოცხლის სიხარულისა
და ისევ გეტყვი, მხოლოდ ერთს გეტყვი,
მინდა ბოლომდე მეფერო მინდა...

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta