მე შენ მიყვარხარ
38, Tbilisi, Gruzija

მე შენ მიყვარხარ
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ, ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
მე შენ მიყვარხარ!...
მე შენ მიყვარხარ...

2 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta