mzerit miyvars tamashi:P:P
32, Rome, Italija

ველური მზერით გიყვარს თამაში....
ჩემს წინ ამაყად , ნებივრად დგომა...
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა....
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი!
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად!
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც სიმწიფით გულაბ მსხალს კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად,
შენი ლამაზი, ღვთიური ტანი...
მოდი! იხუვლე, ნაპირს გადმოდი
თავდავიწყებას რადგან მპირდები,
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით!

12 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta