ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ავიღებდი,
(რადგან ვარსკვლავები ზეცას ანათებენ);
კარში გავიდოდი,ძებნას დაგიწყებდი...
სანამ ამ ფეხებზე ხუნდს არ დამადებენ,
მანამ ამ ხეტიალს თავს არ დავანებებ.
ძველი დრო რომ იყოს - ჩადრით შეგმოსავდი,
არ მსურს სიყვარული სხვათა საზიარო;
ხელში აგიყვანდი,ცხენზე შემოგსვამდი,
რათა სიყვარულის ნექტარს გაზიარო...
შენთვის მარტოდ ყოფნა არის საზიანო.
ძველი დრო რომ იყოს - შოთა...ხაიამი...
ქალი რომ ქალობდეს,ვაჟი ვაჟაობდეს;
სადღაც ყრუ სოფელში,მთვარიანი ღამით,
წმინდა ქალიშვილი კაცთან წაწლაობდეს...
ხალხი ზნეობაზე ამდენს არ დაობდეს.
ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ჩავაქრობდი,
ვიცი ეს თვალები მაინც მოგძებნიან;
კარში გავიდოდი,სევდას გავაქრობდი,-
ქალი მე შენს მეტი არ მიოცნებია...
ვიცი,ეს თვალები მაინც მოგწვდებიან.
ვახტანგ ღლონტი,1976 წელი
Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!