25.07.2014
  ????????
34, Tbilisi, Gruzija

1)ცუდი 2) საშუალო,3)კარგი თხოვნაა შეაფასოთ!
(ლექსში შესაძლებელია ავტორის(გვარის და სახელის)ამოცნობა!

ზებუნებრივად დრამატული ფანჯრის სარკმელი,
სულთმებრძოლივით მიგდებულა ტახტზე თოჯინა
სურათზე ნაზად მოციმციმე სამი სანთელი,
ჩუმად გაპარულს,დავიწყებულ მუზას მოგიყვანს.

ტუჩებით ხშირად ვიმეორებ ზემოთ დანაწერს,
გასამკეცებულ ფურცლის ნაგლეჯს ვაჭერ კალმისტარს
განსაქარვებელ სევდას ვატან,ღამის განაჩენს,
სადღაც ამღვრეულ ცივ გონებით სადმე გამრიყავს.

თითქოს კეკლუცი სიო დარჩა ჩემსავით მარტო
ესალმუნება, აფრიალებს ფაქიზად ფარდებს,
ვერავინ! არც მე მიფიქრია, რომ თურმე ამ დროს,
კედლის <სააათნი>, ისტერიულ სიჩუმეს არღვევს.

აშკარად სადღაც ძლიერდება,ლამაზი გრძნობა,
საგულდაგულოდ მეუფლება თვითმოკრძალება,
ავტორის გვარის და სახელის აქ ამოცნობა
ფუძე კი მისი მოფერება და მონატრება......

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta