დღეს ყველამ ერთად განვიცადეთ ლიკვიდაცია
33, Batumi, Gruzija

შენ, დღეს მარტივად ჩემი სისხლით სახეს მოიბან,
ჩამოგცვივდება მკერდს და ხელს შუა ურცხვი დალალი,
ერთი ნამცეცი სინდისიც არ შემრჩა ზოდიდან,
რომ შენს წინაშე, წუთით მაინც მერქვას მართალი.

შენ ეწაფები ძარღვებიდან უგემურ სითხეს,
ფერიც აღარ აქვს მდუღარე და მუქი წითელი,
გრჩება შეგრძნება, რომ სამოთხის კარიდან გიხსნეს,
მოშხამულ ყვავილს ჰგავხარ თითქოს, ისე ილევი -

ჩემს მკლავებსა და ტკივილს შორის, გამხეცებული
მიჭერ ხელებს და თან გინდა რომ სული ამხადო,
მე ისევ ისე უდრტვინველად მრჩება სხეული,
და ჩუმი კვნესით შეგღაღადებ, როგორც სახადი.

მანიაკალურ ზმორებში გადავარდნილმა,
მე ის შევცოდე, რამაც შენაც ჩემებრ გაქცია,
შენმა პატარა გოგონამ და მინდვრის ყვავილმა,
დღეს ყველამ ერთად განვიცადეთ ლიკვიდაცია.

2 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta