სიგიჟის წვეთები თვალებში ელავენ…
32, Poti, Gruzija

ამშლია ფაფარი უხედნელ კვიცივით,
სიგიჟის წვეთები თვალებში ელავენ…
ნუ შემეჯიბრები_ვამბობ და ვიცინი…
ვნების ამბორები ჩემ სხეულს თელავენ.
არ არის ნაპირი, ზღუდე და საზღვარი…
თუ არის დათრობა_უნდა გაილეშო,
წაგება…
მოგება…
არ არის მთავარი…
თუ ვერ გამთელდები უნდა დაილეწო…

ნუ მალავ…რად მალავ?..ყველას დაანახე,
ცას მიწვდეს გრძნობების ველური კიჟინი,
ასჯერ დამამარცხე…
ასჯერ დაგამარცხებ…
ნუ შემეჯიბრები! -ვამბობ და ვიცინი.
ვიგიჟებ სიცოცხლის ბოლო აკორდამდე,
წასაღებს წავიღებ _ სიძულვილს…სიყვარულს,
ოღონდ არ წახვიდე,
აღარ დამიღამდე…
აღარ შემატოვო სევდას და სინანულს.
მე უკვე გავბედე სიკვდილთან თამაში,
გადახსნილ ვენიდან მწვეთავს ბედისწერა,
დღეს ყველა ფიქრები ჩავკრიფე კალათში,
რომ მერე დამეწყო შენზე ლექსის წერა…
არ აქვს ჩემს სიყვარულს ზღუდე და ფინიში,
ცხრაჯერ გადავლახე ოცნებით საზღვარი
და თუ შეგიძლია ამყევი ჯირითში…
უხედნელ კვიცივით ამშლია ფაფარი.


4 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta