ამომეგლიჯე ფიქრებიდან...
42, Tbilisi, Gruzija


ამომეგლიჯე ხსოვნიდან და
ამომეთხარე,
წაიღე შენი ფესვები და
ცეცხლით გადაწვი,
თორემ ტკივილი
თავის ქალას ხარბად მილოკავს
და
წამოშლილი ღრუბლებივით
ნერვებს აწვალებს...

ცერა თითები
ჯებირებად მომდე საფეთქლებს,
თორემ ამინდი,
თორემ ქარი
შუშებს დახეთქავს,
ამომისხივდი
ბოლო სუნთქვად,
იმედად ბოლო
და
მზე-
სიცოცხლეგამოცლილი-
მიწას
ვახეთქოთ...

ამომიყვირდი ფიქრებიდან,
ამომეკვნესე,
ქერში ბზას მირევს ეს სოფელი-
დედინაცვალი,
ამომიშანთე
სუნთქვით შუბლზე
ბედის სამიზნე,
და
საკონტროლო კოცნა
წარბის ზემოთ დაცალე...

და მერე წადი ამ გულიდან,ამომეშალე...
და გზა ჩავშალოთ. (jaden)

122 pregleda
 
Komentari
dadunamartoa 23.07.2012

სიცოცხლეგამოცლილი-
მიწას
ვახეთქოთ...

არავინ არავინ 23.07.2012

*GIVE_HEART*

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta